ფეხბურთი

16:09 | 29.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოლაპარაკებები დაწყებულია: ჩემპიოთა ლიგის ფორმატი მნიშვნელოვნად შეიცვლება

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ფორმატმა შესაძლოა მომდევნო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადოს. როგორც As-ი იტყობინება, უეფა აპირებს ტურნირის რეფორმირებას ევროპის ტოპკლუბების სუპერლიგის შექმნის სურვილის ფონზე, რომლითაც ჩემპიონთა ლიგის შეცვლა სურთ.

ჯერ არ არის ცნობილი ზუსტად როგორ შეიცვლება ჩემპიონთა ლიგის ფორმატი, მაგრამ ცნობილია, რომ უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი მოლაპარაკებებს აწარმოებს ხუთ კლუბთან - მადრიდის „რეალთან“, „იუვენტუსთან“, „მანჩესტერ იუნაიტედთან“, „ფენერბახჩესთან“ და „პარი სენ ჟერმენთან“.

გარდა ამისა, მთავარი ფაქტორი ფინანსურ მხარეს უკავშირდება და ევროპული კლუბების შემოსავალი განახლებულ ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობით მკვეთრდად გაუმჯობესედება.

უეფა გეგმავს, რომ ახალი ფორმატით ტურნირი 2024 წლიდან დაიწყოს, მაგრამ არ არის გამორიცხული ფორმატი მანამდეც შეიცვალოს. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ახალი ფორმატის ჩემპიონთა ლიგა მინიმუმ 2033 წლამდე ჩატარდება. ამასთან, განახლებული ფორმატი გავლენას მოახდენს შიდა ჩემპიონატებზე, სადაც სავარაუდოდ მონაწილე გუნდების რაოდენობა 20-დან 18-მდე ან 16-მდე შემცირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123062