ფეხბურთი

13:23 | 29.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემს" ჰარი კეინი დაუშავდა

ლონდონის „ტოტენჰემს“ ჰარი კეინი დაუშვდა. ინგლისელმა ფორვარდმა „ლივერპულთან“ მატჩის პირველ ტაიმში ტერფის ტრავმა მიიღ და თამაში ვეღარ გააგრძელა.

ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია კეინის დაზიანება, მაგრამ ნათელია, რომ გარკვეული პერიოდის გამოტოვება მოუწევს, ეს კი ჟოზე მოურინიოს გუნდისთვის დიდი დანაკლისია.

მიმდინარე სეზონში კეინმა ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 19 გოლის გატანა მოახერხა.

0.117507