სხვა

3:41 | 29.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოშუა: ჩემი კარიერის ბოლოს ვუახლოვდები

მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი (WBA, IBF, WBO და IBO ვერსიებით), ბრიტანლი ენტონი ჯოშუა, ვინც თავისი ტიტულები ერთი თვის წინათ, ბულგარელ კუბრატ პულევთან გამარჯვებით დაიცვა, ამბობს, რომ შესაძლოა სპორტული კარიერა რამდენიმე წელიწადში დაასრულოს.

31 წლის ჯოშუა, ვინც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს დაეუფლა, ტიტულების გასაერთიანებელ ბრძოლაში, WBC-ს ჩემპიონ თანამემამულე ტაისონ ფიურისთან შესახვედრად ემზადება.

„ახლა ჩემი კარიერის დასაწყისში არ ვიმყოფები. მე კარიერის დასასრულს ვუახლოვდები. იმ მდგომარეობაში არ ვარ, რომ დღევანდელი დღით ცხოვრობს და ფიქრობს, რომ სულ ასე იქნება. მე ყველაფერს წინასწარ ვგეგმავ. და ახლა ვიცი, რომ კარიერის დასასრულს ვუახლოვდები“, - ამბობს ჯოშუა და დასძენს:

„ხუთი წელი დარჩა. ეს ოლიმპიურ ციკლზე ოდნავ მეტია. ასე რომ, ერთი ოლიმპიური ციკლი და ცოტა მეტი დამრჩა. ასე რომ, როცა მომდევნო ოლიმპიადა ჩატარდება, მე ჩემი კარიერის დასასრულთან ვიქნები. ამ დროს რინგზე ახალი თაობა მოვა“.

ჯოშუამ ყველასთვის მოულოდნელად, თავისი ტიტულები ამერიკელ ენდი რუის უმცროსთან დათმო, თუმცა 2019 წლის დეკემბერში მისგანვე უკან დაიბრუნა. ერთი წლის შემდეგ კი პულევთან გამარჯვება მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.084191