დორტმუნდის „ბორუსია“ იტალიის ნაკრებისა და „სასუოლოს“ ნიჭიერი ნახევარმცველის, მანუელ ლოკატელის მიმართ ინტერესს იჩენს. აღნიშნული ინფორმაცია Sport 1-მა გაავრცელა.
23 წლის ფეხბურთელი „სასუოლოს“ ლიდერია და ბოლო დროს ევროპული გრანდების ინტერესი არ აკლია. ცნობილია, რომ „დორტმუნდის“ გარდა, ლოკატელის შეძენით ტურინის „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტი“ არიან დაინტერესებულნი.
მიმდინარე სეზონში მანუელ ლოკატელიმ 17 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში ორი გოლი გაიტანა. ის „მილანის“ აკადემიის აღზრდილია, საიდანაც 2019 წელს „სასუოლომ“ შეიძინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ქეცბაია სულ მცირე ამ დონეზე იქნებოდა, საქართველოს ნაკრებში რომ არ ჩამოსულიყო.