ფეხბურთი

20:43 | 28.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" და "რომა" სანჩესი-ჯეკოს გაცვლას აპირებენ

იტალიური „რომა“ ედინ ჯეკოს გასხვისებას ცდილობს. ბოსნიელ ფეხბურთელს მთავარ მწვრთნელ პაულუ ფონსეკასთან კონფლიქტი აქვს და თან იმედიად სერიოზული, რომ პორტუგალიელმა გუნდთან ერთად ვარჯიში აუკრძალა.

შექმნილ ვითარებაში რომაელები გამოსვლის პოვნას ცდილობენ და იტალიური მედიის ცნობით, „ინტერს“ ალექსის სანჩესში ბარტერი შესთავაზეს. ორივე მოთამაშეს დაახლოებით ერთი და იგივე ასაკი და ხელფასი აქვთ, რამაც შეიძლება გარიგება გაამარტივოს.

სანჩესი „ინტერის“ ძირითადი შემადგენლობის წევრი არ არის, ხოლო ანტონიო კონტეს ედინ ჯეკო ძალიან მოსწონს. მხარეებმა მოლაპარაკებები დაიწყეს.

ალექსის სანჩესი „ნერაძურის“ 2019 წელს შეუერთდა და 48 თამაშში მეტოქე კარი 6-ჯერ აიღო, ხოლო ჯეკოს „რომას“ მაისურით 2015 წლიდან 114 გოლი აქვს გატანილი.

0.11708