სხვა

11:48 | 28.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფრუმი შეიძლება ჯიროზეც გამოვიდეს და ტურზეც

ტურ დე ფრანსის ოთხგზის ჩემპიონი კრის ფრუმი ახალი სეზონისთვის ემზადება და არ მალავს, რომ თავის ახალ გუნდთან ერთად, ფრანგულ ველომარათონში მეხუთედ გამარჯვებას აპირებს. გუნდ „ისრაელ სტარტ-აპ ნეიშენის“ გენერალური მენეჯერი კიელ კარლსტრომი ამბობს, რომ 35 წლის ბრიტანელის სეზონის განრიგს მალე გამოაქვეყნებს.

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ტურისთვის მზადების მთავარ ეტაპად, ფრუმმა შესაძლოა ჯირო დ’იტალია გამოიყენოს. „ისრაელ სტარტ-აპთან“ ერთად ფრუმის დებიუტი თებერვალში შედგება. მათი პირველი გამოსვლა არგენტინაში, სან ხუანის ტურზე იყო დაგეგმილი, მაგრამ პანდემიის გამო, ის არ ჩატარდა.

„ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორი განრიგი სჯობს. ახლა სწორედ შერჩევის პროცესია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კრისისთვის კარგი იქნება, თუ კილომეტრებს ჯიროზე დააგროვებს და ტურისთვის ოპტიმალურ ფორმაში შევა“, - ამბობს კარლსტრომი.

კითხვაზე, როდის გამოქვეყნდება ფრუმის განრიგი, კარლსტრომი პასუხობს: „განრიგზე მუშაობის პარალელურად, ჩვენ მისი რეაბილიტაციის პროცესსაც ვაკვირდებით. ჯერჯერობით, ყველაფერი კარგადაა. არ მგონია, მისი განრიგის შედგენას დიდი დრო დასჭირდეს. ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია“.

ჯირო დ’იტალია სტარტს 8 მაისს აიღებს და 30-ში დასრულდება. ფრანგული ტურის სტარტი კი 26 ივნისს არის დაგეგმილი. როგორც წესი, ტური ივლისის პირველ შაბათს იწყება ხოლმე, მაგრამ ოლიმპიადის გამო, ამჯერად ერთი კვირით ადრე გადმოსწიეს. ამგვარად, ორ ველომარათონს შორის პაუზა თითქმის ოთხი კვირა გაგრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166035