ფეხბურთი

0:59 | 28.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი: "მზად ვართ ევრო 2020 12 ქალაქში ჩავატაროთ"

ევრო 2020, რომელიც კოვიდპანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის ზაფხულში უნდა გაიმართოს, თავიდანვე დაგეგმილ 12 ქალაქში გაიმართება. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი მოცემულობა ასეთია და ეს უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა დაადასტურა.

მისი განცხადებით, უეფა მზად არის, რომ ტურნირის ორგანიზება თავდაპირველი გეგმით მოახდინოს. ამასთან, სლოვენიელმა გულშემატკივრების სტადიონებზე დაბრუნების საკითხზეც ისაუბრა:

„უეფა მომზადებულია ევრო 2020 თავდაპირველად დაგეგმილ ქალაქებში ჩაატაროს. ეს ევროპული ნაკრებების ფლაგმანი ტურნირი და წარმოადგენს ფეხბურთის განვითარებისა და დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროს.

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ვითარება ზაფხულში განსხვავებული იქნება. მნიშვნელოვანია, რომ მასპინძელ ქალაქებსა და მთავრობებს, რაც შეიძლება მეტი დრო მივცეთ, რათა ჩამოყალიბდეს ზუსტი სურათი თუ რისი შესაძლებლობა გვექნება და რა უნდა გაკეთდეს ივინისსა და ივლიში.

გულშემატკივრები მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც ფეხბურთს განსაკუთრებულს ხდის, ეს ეხება, როგორც ევრო 2020-ს, ასევე ნებისმიერ ტურნირს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ სტადიონებზე დაბრუნების საშუალება ჰქონდეთ“, - თქვა ჩეფერინიმ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება.

0.115936