ფეხბურთი

22:24 | 27.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა პსჟ-ს წინააღმდეგ: "ისინი მესის დამატებას და "ბარსელონაში" დესტაბილიზაციას ცდილობენ"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ „პარი სენ ჟერმენი“ გააკრიტიკა. საქმე ლიონელ მესის ეხება და ფრანგული კლუბი პატივისცემის ნაკლებობაში დაადანაშაულა.

„ბარსელონასადმი“ პატივისცემის ნაკლებობაა ის, როდესც პსჟ-ს მსგავსი კლუბები საჯაროდ ამბობენ, რომ ლიონელ მესის შეძენას ცდილობენ. ჩვენ არ შეგვიძლია სხვა კლუბებს საშუალება მივცეთ, რომ სხვა კლუბს დესტაბილიზაცია გაუკეთეონ. კლუბმა უნდა შეძლოს მესის კარგი შეთავაზება გაუკეთოს და ეს კლუბის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ზუსტად 5 თვეში ეწურება და ჯერჯერობით მის განახლებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. „ბარსელონაში“ საპრეზიდენტო არჩევნები 7 მარტს გაიმართება, ლაპორტას გარდა, ამ პოსტისთვის ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიქსა იცავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111336