ფეხბურთი

21:40 | 27.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

იგალომ "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა

ნიგერიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ოდიონ იგალომ "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა და "შანჰაი შენჰუაში" დაბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

იგალომ გასული წელი იჯარის წესით "წითელი ეშმაკების" რიგებში გაატარა და 23 მატჩში თავი ხუთჯერ გამოიჩინა. ჩინურმა კლუბმა იჯარის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო მიიღო. ოდიონისთვის ინგლისური კლუბი კარიერაში მეცხრე იყო, ხოლო იგალო "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" პირველი ნიგერიელი ფეხბურთელი გახლდათ.

0.112268