მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი მარტინ ოდეგაარდი ლონდონის „არსენალში“ გადავიდა. ნორვეგიელი შემტევი „მეთოფეთა“ ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დაიცავს და ინგლისელებს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ. ოდეგაარდი „არსენალში“ 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ნორვეგიელი ფეხბურთელი „რეალში“ გასულ ზაფხულს დაბრუნდა, თუმცა ზინედინ ზიდანი ძირითად შემადგენლობაში პრაქტიკულად არ ათამაშებდა და მხოლოდ 9 უგოლო მატჩი ჩაატარა.
22 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი სან სებასტიანის „რეალ სოსიედადში“ გაატარა და ბასკების მაისურით ჩატარებულ 36 თამაშში 7 გოლის გატანა მოახერხა.