ჭადრაკი

14:59 | 27.01.2021 | ნანახია NaN - ჯერ

გიგა ყუფარაძის ბრწყინვალე გამარჯვება - ქართველმა ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა!

საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე chess.com გამართული "Titled Tuesday Blitz" გიგა ყუფარაძის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია,რომ ქართველმა დიდოსტატმა გადამწყვეტ ტურში,მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე, ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა!

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და 68 ქვეყნის 747 ტიტულოვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა. პარტიები შემდეგი რეგლამენტით მიმდინარეობდა:3 წუთი+2 წამი პირველივე სვლიდან.

ტურნირი ყოველ სამშაბათს იმართება და ვირტუალურ საჭადრაკო სივრცეში ყველაზე წარმომადგენლობითია. მასში მონაწილეობა მხოლოდ საერთაშორისო ტიტულის მქონე მოჭადრაკეებს შეუძლიათ.

I ადგილი - გიგა ყუფარაძე - 10 ქულა

II ადგილი -ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) - 9,5 ქულა

III ადგილი -ჯეფრი ხიონგი (აშშ) - 9,5 ქულა


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:33 | 16.02.2025
kakhaberry (2630)

1 ლელო ზედმეტი გამოდის )

0.065408