თამაშგარე

13:30 | 27.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

“კაცთმოყვარე“ მია ხალიფა

არაბული წარმოშობის ბრიტანელი პორნო-ვარსკვლავი მია ხალიფა ბევრს კი იქადნებოდა -საფეხბურთო საზოგადოებაში რაკი ფეხი ერთხელ შევდგი, ამის მერე მე აქედან წამსვლელი აღარ ვარო, მაგრამ ბევრი პოლიტიკოსის დარად, ეს მკერდზანზარა ქალიც მატყუარა აღმოჩნდა და ბრიტანული საფეხბურთო კლუბისა და მისი თანამშრომლობა წარსულს ჩაბარდა.

მია იმასაც იძახდა, თითქოს პორნო-ბიზნესიდან ერთხელ და სამუდამოდ მიდიოდა და აზღუდი ლურსმანზე დაკიდა, მაგრამ ახლა სექს-ქარიშხლებს ისევ დაუბრუნდა და როგორც ამბობენ, ამჟამად მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი პორნო-ვარსკვლავია.

სხვათა შორის, “კაცთმოყვარე“ მია ხალიფამ ამასწინათ ისიც გაიხსენა, რომ თავის დროზე ფრანგ ფეხბურთელ ქერიმ ბენზემასთან ჰქონდა სატრფიალო ურთიერთობა. მაშინ ქერიმი სულაც არ იყო ცნობილი მობურთალი და მიაც დამწყები მოკოტრიალე ქალი იყო. როგორც ჩანს, ის თანაყოფა წარმატებული აღმოჩნდა და მერე ორივემ თავისი სფერო შეაზანზარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119063