ფეხბურთი

23:04 | 26.01.2021 | ნანახია 324 - ჯერ

ოფიციალურად: ტუხელი "ჩელსის" მთავარი მწვრთნელია"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად ტომას ტუხელი დაინიშნა. ინგლისურმა გუნდმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. ტუხელმა „არისტოკრატებთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა, 1 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

„ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი დავნიშნეთ. ამ სეზონში ჯერ კიდევ ბევრი რამის მიღწევა შეგვიძლია“, - თქვა მარინა გრანოვსკაიამ.

კომენტარი თავად გერმანელმა სპეციალისტმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება ახალ გამოწვევას:

„უდიდეს პატივს ვცემ ლამპარდის ნამუშევარს და მემკვიდრეობას, რომელიც მან დატოვა. ამავდროულად მოუთმენლად ველოდები გუნდთან შეხვედრას და მსოფლიოში ყველაზე ემოციურ ლიგაში ბრძოლას“, - აღნიშნა ტუხელმა.

შეგახსენებთ, „ჩელსი“ პრემიერლიგაში 19 ტურის შემდეგ 29 ქულით მეცხრე ადგილზეა. ტუხელი ბოლოს „პარი სენ ჟერმენში“ მუშაობდა, საიდანაც გასული წლის დეკემბერში დაითხოვეს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.065301
324