ფეხბურთი

22:29 | 26.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე: "ხაბიბის ფეხბურთის თამაშით გაოცებული დავრჩი"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ დუბაიში „სპარტაკის“ შეკრებაზე ხაბიბ ნურმაგომედოვთან ერთად ფეხბურთი ითამაშა. ქართველმა ნახევარმცველმა, რომელიც უგუნდოდაა, შთაბეჭდილებებზე ისაუბრა და თქვა, რომ ხაბიბი ფეხბურთს ძალიან კარგად თამაშობს.

„ჯიქიამ იცოდა, რომ დუბაიში ვიყავი, კონტაქტი გვაქვს. „სპარკატში“ 24-27 იანვარს დასვენების დღეებია. ჯიქია თანახმა იყო ხაბიბთან ეთამაშა და დამირეკა. მე დავთანხმდი.. ჯიქიამ „სპარტაკის“ გუნდში დამიმატა.

რა თქმა უნდა, ძნელია ამას თამაში დაარქვა. მშვიდად ვითამაშეთ. ძალიან გამიკვირდა, თუ როგორ თამაშობს ხაბიბი ფეხბურთს. ვიცოდი, რომ ეს სპორტი ძალიან უყვარდა, მაგრამ არ მეგონა, რომ ისე თამაშობდა, როგორც თავად ამბობდა. ასე არ აღმოჩნდა, ხაბიბი ძალიან მაგრად თამაშობს და ბევრი გოლი გაიტანა. ჯიქიას ვუთხარი: „საკმარისი თავდამსხმელები არ გყავთ, კოკორონი წავიდა. ხაბიბი დაიმატეთ“. ხაბიბი შესანიშნავი ადამიანია“, - აღნიშნა ჯანომ.

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე სექტემბრიდან მოყოლებული უგუნდოდაა, რაც ვოლგოგრადის „როტორთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და გუნდი დატოვა.

0.117191