ფეხბურთი

21:31 | 26.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი პსჟ-ში გადასასვლელად ემზადება

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი „პარი სენ ჟერმენს“ უახლოვდება. ესპანური მედიის ცნობით, არგენტინელ ვარსკვლავს შესაძლო ვარიანტებიდან ყველაზე მეტად პარიზელთა წინადადება იზიდავს.

მესის სურს, რომ თავის მეგობართან, ნეიმართან ერთად ისევ ითამაშოს და მზადაა საფრანგეთში გადავიდეს. ამ ეტაპზე პირადი კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მესი და მისი ოჯახი უკვე შედგა ფრანგული ენის შესწავლას.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ზუსტად 5 თვეში ეწურება და მხარეები მის განახლებაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ. რაც მთავარია, „ბარსას“ სერიოზული ფინანსური კრიზისი აქვს, რაც ახალი შეთავაზების გაკეთებაში ესპანურ გრანდს ხელს უშლის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113868