ფეხბურთი

19:02 | 26.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

უნგრეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ბუდუ ზივზივაძე მოხვდა. ეს გასაკვირი არ ყოფილა, რადგან გასულ უიქ-ენდზე 26 წლის ქართველმა ფორვარდმა ბრწყინვალედ ითამაშა.

„უიპეშტთან“ შეხვდრაში (5:0) ბუდუმ გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და კიდევ ერთი გოლი მას შემდეგ გავიდა, რაც მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია და თანაგუნდელმა დაამატა.

„ოთხ გოლში მისი წვლილია. ფუშნოს პირველ გოლში საგოლე პასი გაუკეთა, შემდეგ მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია და ფუშნომ დაამატა, მესამე თავად გაიტანა, ხოლო მეოთხე გოლში პეტრიაკი საუკეთესო პოზიციაში დატოვა“, - წერს csakfoci.hu.

აქვე გეტყვით, რომ ბუდუ ზივზივაძე „ფეჰერვარს“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 15 მატჩში 5 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117213