ფეხბურთი

18:24 | 26.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" ფეხბურთელი: "იმედია, მომავალში ვიტყვი, რომ ხვიჩასთან ერთად ვთამაშობდი"

ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელმა ჯორჯე დესპოტოვიჩმა კლუბის ოფიციალურ არხთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. სერბი ფეხბურთელის განცხადებით, ქართველი შემტევი განსაკუთრებით ნიჭიერია და იმედოვნებს, რომ დიდ გუნდში გადავა.

„როდესაც „რუბინთან“ კონტრაქტი გავაფორმე და პირველად ვივარჯიშე, ხვიჩას თაობაზე არაფერი ვიცოდი და ბიჭებს ვკითხე მის შესახებ. შემდეგ ვარჯიშზე და თამაშზე უკვე ვნახე მისი შესაძლებლობები. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, მაგრამ ხვიჩა ისეთი მოთამაშეა, დიდი იმედი მაქვს, დიდ გუნდში მოხვდება და შემდეგ ვიტყვი, რომ მასთან ერთად ვვარჯიშობდი და ვთამაშობდი“, - თქვა დესპოტოვიჩმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ 2019 წლიდან თამაშობს და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში მან რუსეთის პრემიერლიგის 16 მატჩში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი მოიპოვა.

0.12135