ლონდონის „ჩელსი“ უახლოეს ხანში ტომას ტუხელის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას ოფიციალურად დაადასტურებს. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს. გერმანელი სპეციალისტი დღეს ლონდონში კონტრაქტის გასაფორმებლად ჩაფრინდება.
47 წლის ტუხელი „არისტოკრატებთან“ 18-თვიან ხელშეკრულებას გააფორმებს და მუშაობას შეუდგება.
გერმანელი ბოლოს პსჟ-ში მუშაობდა, რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, მაგრამ დეკემბერში დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.
რაც შეეხება „ჩელსის“, ლონდონურმა გუნდმა გუშინ ფრენკ ლამპარდი დაითხოვა, რომელიც გუნდს 2019 წლიდან ავარჯიშებდა.