ფეხბურთი

11:25 | 26.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მიდლსბროს" ფეხბურთელი თვალის დაკარგვას მილიმეტრებით გადაურჩა

ინგლისის ჩემპიონშიფში „მიდლსბროს“ მცველმა დელ ფრაიმ ლამის თვალი დაკარგა. ინგლისელ ფეხბურთელს „ბლექბერნის“ მოთამაშე, იარად ბრენთუაითი ეუხეშა.

ფრაი საჯარიმოში ბურთზე თავის დარტყმას ცდლობდა, მაგრამ „ბლექბერნის“ ფეხბურთელმა მას ფეხი სახეში ჩაარტყა. დაზარალებულს სისხლი წასკდა და მოედნის დატოვება მოუწია. თუმცა, იქამდე მსაჯმა არათუ პენალტი არ დანიშნა, არამედ თამაში საერთოდ არ გააჩერა.

როგორც გაირკვა, ფრაი თვალის დაკარგვას მილიმეტრებით გადაურჩა: „ექიმმა მითხრა, რომ დარტყმა თვალს მილიმეტრებით ასცდა. ჩვენი ფეხბურთელის სიცოცხლე საფრთხეში იყო. ამ ინციდენტის ნახვისა და დელის დაზიანების შემდეგ თითები გადავაჯვარედინეთ, რომ ეს მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა ყოფილიყო“, - თქვა მატჩის შემდეგ „მიდლსბროს“ მთავარმა მწვრთნელმა ნილ უორნოკმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098919