ფეხბურთი

1:05 | 26.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" დავალიანება სრულად დაფარა

ქუთაისის "ტორპედომ" არსებული დავალიანება დაფარა და ახალ სეზონს დავალიანების გარეშე ხვდება. ამის შესახებ იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება. შესაბამისად, "ტორპედომ" საქართველოს ეროვნული ლიგის ახალ სეზონში მონაწილეობას მიიღებს.

,ტორპედო" ქუთაისმა ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული დავალიანება სრულად დაფარა. გუნდმა მოახერხა და გაისტუმრა ყველა ფინანსური ვალდებულება, რომელიც აქამდე ჰქონდა. კლუბი ახალ სეზონს დავალიანების გარეშე შეხვდება! ჩვენ მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.

განსაკუთრებული მადლობა იმერეთის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძეს, აგრეთვე ქუთაისის მერ ბატონ იოსებ ხახალეიშვილს, მერის პირველ მოადგილეს ბატონ დავით ერემეიშვილს, მერის მოადგილეს ბატონ ირაკლი ქარქაშაძეს, მერის მოადგილეს ბატონ იუზა უგულავას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ფეხბურთის განვითარების ფონდს", - ნათქვამია "ტორპედოს" განცხადებაში.

0.113528