მოძალებული პანდემიისა და მსოფლიოში არსებული აბდაუბდის მიუხედავად, ამერიკის ბულვარული გამოცემები ძველებურად აგრძელებენ ცნობილ ადამიანთა ნიფხავ-პერანგებში ცქერას და პერიოდულად, წლის ყველაზე სექსუალურ სპორტსმენ ქალთა და მამრთა 10-ეულებსა და 50-ეულებსაც ასახლებენ - ხოლმე.
მაგალთად, ამერიკულმა გამოცემა theathleticbuild-მა მხოლოდ ახლაღა მოაბა თავი 2020 წლის ყველაზე სექსუალური ქალი სპორტსმენების გამოვლენას და შედეგებიც გვამცნო. როგორც გამოკითხვებმა აჩვენა, 2020 წელს ამერიკის მკვიდრთ გული ყველაზე მეტად 28 წლის მეგოლფე პეიჯ სპირანაკმა აუჩქროლა.
პეიჯ სპირანაკი დიდი ტიტულმრავლობით არ გამოირჩევა, თუმცა დაშხოშიანად დაბერილმა მკერდმა და გრძელმა ფეხებმა მაინც გვარიანი ცნობადობა მოუტანა, რაც ცხადია საბოლოო ჯამში ფულად ერთეულებში აისახება. ბუნებრივიცაა. აბა ასეთ გულმისავალ გოგოს სარეკლამო სახედ მიწვევაზე უარს რომელი კომპანია იტყვის?!...