ისტორია

9:46 | 25.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

25 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1942 – დაიბადა ეუსებიო (ეუსებიო და სილვა ფერეირა). ”შავ პანტერად” წოდებული მოზამბიკური წარმოშობის პორტუგალიელი ფეხბურთელი. დაიბადა ლორენსაუ მარკეშში (ამჟამად მაპუტუ). ეუსებიო სამართლიანადაა მიჩნეული მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ მოთამეშედ. ფილიგრანულ ტექნიკასა და უძლიერეს, ზუსტ დარტყმებთან ერთად ეუსებიო არაორდინალური სისწრაფითაც გამოირჩეოდა. მას 400, 200 და 100 მეტრზე რბენაში მოპოვებული აქვს პორტუგალიის ჩემპიონის ტიტული. 1960 წელს გახდა მოზამბიკის ჩემპიონი. 19 წლის ეუსებიო ლისაბონის ”ბენფიკამ” ”სპორტინგ კლუბ ლორენსაოდან” 7 500 გირვანქად იყიდა. იმავე წელს დებიუტი ჰქონდა პორტუგალიის ნაკრების რიგებში. 1961 და 1962 წლებში ჩემპიონთა თასი მოიპოვა. 1962 წელს ფინალში ეუსებიოს ”ბენფიკამ” ჩემპიონთა თასის ფინალში პუშკაშისა და დი სტეფანოს მადრიდის ”რეალს” 5:3 მოუგო. გადამწყვეტ მატჩში ეუსებიომ ორი გოლი გაიტანა. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე პორტუგალიამ მესამე ადგილი დაიკავა, ეუსებიომ კი ტურნირის მსვლელობისას ცხრა გოლის გატანა შეძლო (4 ჩრდილოეთ კორეასთან). 1965 წელს იგი მსოფლიოს წლის უძლიერეს მოთამაშედ აღიარეს, ხოლო ორჯერ მოპოვებული აქვს კონტინენტის საუკეთესო ბომბარდირისათვის განკუთვნილი ”ოქროს ბუცი”. პორტუგალიის ნაკრების 64 მატჩში გაიტანა 41 ბურთი. სულ კი 715 ოფიციალურ შეხვედრაში ეუსებიომ 727-ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა. მრავალჯერ აქვს მოპოვებული პორტუგალიის ჩემპიონობა და თასი, 1976 წელს კი ჯერ მექსიკის (”მონტერეის” რიგებში) ჩემპიონი გახდა, შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგის (NASL). იმ წელს ეუსებიო ”ტორონტო მეტრო-კროაციაში” გამოდიოდა და ამ გუნდის გაჩემპიონებისათვის გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში გოლი გაიტანა. გარდაიცვალა 2014 წლის იანვარში.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1894 – სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯეიმს კორბეტმა ჩარლი მიტჩელი მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1924 – საფრანგეთის ქალაქ შამონიში ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშები გაიხსნა.

1939 – სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯო ლუისმა ჯონ ჰენრი ლუისი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1953 – საბჭოთა მოციგურავე იური სერგეევმა 500 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (40.9).

1972 – ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) ”ყველა ვარსკვლავის” რიგით 25-ე მატჩი ჩატარდა. აღმოსავლეთმა დასავლეთს 3:2 მოუგო. შეხვედრა მინესოტაში გაიმართა.

1980 – ჰოლანდიის მთავრობამ საკუთარი ქვეყნის სპორტსმენებს მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე წასვლისაგან თავის შეკავება ურჩია.

1987 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში შტეფან ედბერგმა პატ კეში 6:3, 6:4, 3:6, 5:7, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 75-ე ჩემპიონი გახდა.

1988 – ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ”ტორონტო მეიფლ ლივზმა” კლუბის ანტირეკორდი დაამყარა. მან რეგულარული პირველობის ზედიზედ 15 მატჩში ვერ მოახერხა მოგების მოპოვება.

1989 – თბილისის ”დინამომ” გერმანიაში ჩატარებული ტურნეს მსვლელობისას ”კარლსრუესთან” 0:2 დამარცხდა. ”დინამო”: ხაპოვი, ჩიქოვანი, ცხადაძე, ჭედია, არზიანი, რევიშვილი (ნემსაძე), კაჭარავა, ცვეიბა, გურული, გოგოჩაიშვილი.

1989 – მაიკლ ჯორდანმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მეათიათასე ქულა დააგროვა. ამ შედეგის მიღწევისათვის ჯორდანს ხუთი სეზონი დასჭირდა.

1991 – ბრეტ ჰალი ჰოკეის ეროვნული ლიგის მესამე მოთამაშე გახდა, რომელმაც 50 შაიბა 50 მატჩზე მოკლე პერიოდში (49) მოახერხა.

1992 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში მონიკა სელეშმა მერი ფერნანდესი 6:2, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 66-ე ჩემპიონი გახდა.

1992 – დანიელმა მოციგურავე დან იანსენმა 500 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (36.41).

1992 – ოკლენდში დიდმა ბრიტანელმა მძლეოსანმა სტივ ბაკლიმ თანამედროვე კონსტრუქციის შუბი პირველად ტყორცნა 90 მეტრზე შორს.

1992 – თანამეგობრობის საფეხბურთო ნაკრების რიგებში დებიუტი ჰქონდა კახა ცხადაძეს.

1993 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში თბილისის ”დინამომ” ტაშკენტის ”ფახთაქორს” 5:2 მოუგო. ქართველთაგან გოლები შოთა არველაძემ (2), გიორგი ქინქლაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და ბადრი კვარაცხელიამ გაიტანეს. ”დინამო”: ზოიძე, ბერაძე, ჩიქოვანი, შელია, კუდინოვი, ინალიშვილი, რ. არველაძე, ჯამარაული, ყაველაშვილი (კვარაცხელია), ქინქლაძე, შ. არველაძე.

1997 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში თბილისის ”დინამომ” ტალინის ”ლანტანას” 4:2 მოუგო. ქართველთაგან გოლები გიორგი დემეტრაძემ (2), გივი დიდავამ და გიორგი კიკნაძემ გაიტანეს. ”დინამო”: ჯანელიძე (ლომაია), კალაძე, ჯელაძე, მუჯირი (დიდავა), კუდინოვი, ჩხაიძე, კიკნაძე (ასათიანი), ცქიტიშვილი, კერძევაძე, დემეტრაძე (კვარაცხელია), ხომერიკი (ყიზილაშვილი).

1997 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში მარტინა ჰინგისმა მერი პირსი 6:2, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 71-ე ჩემპიონი გახდა.

1998 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში თბილისის ”დინამომ” ყაზახეთის პავლოდარის ”ირტიში” 3:2 დაამარცხა. ქართველთაგან გოლები მიხეილ აშვეთიამ, ლევან ხომერიკმა და დავით პეტრიაშვილმა გაიტანეს. ”დინამო”: ზოიძე, ჯელაძე, გუჩუა, დიდავა, ცქიტიშვილი, გოგობერიშვილი (პეტრიაშვილი, გელაძე), კიკნაძე, ალექსიძე, აშვეთია (არსოშვილი), მუჯირი, ხომერიკი (წიტაიშვილი).

1998 – გარდაიცვალა ნოდარ ახალკაცი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

1998 – ინგლისის ნაკრებისა და ”მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი პოპ-ჯგუფ ”სფაის გიორლზის” წევრ ვიქტორია ადამსთან დაქორწინდა.

2004 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის ფინალში თბილისის ”დინამომ” რიგის ”სკონტო” 3:1 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ქართველთაგან გოლები ვიტალი დარასელიამ, რატი ალექსიძემ და დავით კვირკველიამ გაიტანეს. ”დინამო” (გუნდს ივო შუშაკი წვრთნიდა): გვარამაძე, ახალაია, შაშიაშვილი, კანდელაკი, კვირკველია, ბურდული, გოგობერიშვილი, დარასელია, ანჩაბაძე, ალექსიძე, მელქაძე (ბობოხიძე). ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ექვსი გოლით ბომბარდირი ვიტალი დარასელია გახდა.

2007 – ჩერნოგორიის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად 53 წლის ზორან ფილიპოვიჩი დაინიშნა. ჩერნოგორია მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად თამაშობდა.

2008 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ნახევარფინალში სერბმა ნოვაკ დიოკოვიჩმა ოლანეტის ნომერ პირველ მოთამაშეს როჯერ ფედერერს 7:5, 6:3, 7:6 მოუგო.

2009 – ბურთიანი ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ტურნირის მასპინძელმა შვეციამ რუსეთს 6:1 მოუგო.

2009 – ჰოკეის ეროვნული ლიგის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში აღმოსავლეთმა დასავლეთს ოვერტაიმში 12:11 სძლია. შეხვედრა მონრეალში ჩატარდა.

2010 – გია ფირცხალავა პროფლიგის პრეზიდენტად ერთხმად აირჩიეს.

2013 - ეგვიპტის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა 2012 წლის თებერვალში, ქალაქ პორტ-საიდში, საფეხბურთო მატჩის შემდეგ მომხდარი არეულობის 21 მონაწილეს. ჯამში, ბრალი იმ მოვლენების 70 მონაწილეს ჰქონდა წაყენებული. ინციდენტი ეგვიპტური გუნდების - “მასრისა” და “ალის” შეხვედრის შემდეგ მოხდა, რომელიც პირველი მათგანის გამარჯვებით დასრულდა. ამის შემდეგ, დამარცხებული გუნდის ფანებმა გამარჯვებულისას შეუტიეს, რასაც არეულობა მოჰყვა, რომელიც ქაიროსა და სუეცს გადაედო. ინციდენტს 74 ადამიანი შეეწირა.

2014 - ჩინელი ნა ლი ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ერთეულთა თანრიგის ყველაზე ხანდაზული ჩემპიონი გახდა. მან წლის პირველი სადიდსლემო ტურნირის გამარჯვებულის ტიტული 31 წლისამ მოიპოვა, მანამდე კი “მწვანე კონტინენტის” ყველაზე უფროსი ჩემპიონი მარგარეტ კორტი იყო, რომელმაც წოდება 30 წლის ასაკში დაისაკუთრა. ნა ლიმ დღევანდელ ფინალში სლოვაკ დომინიკა ციბულკოვას 7:6, 6:0 მოუგო და მელბურნში მესამე ცდიდან იმარჯვა.

2014 - ტიუმენში ჩატარდა ძიუდოისტთა პირველი საკონტინენტთაშორისო გუნდური შეხვედრა - ევროპა აზიის წინააღმდეგ, რომელიც ევროპელთა დიდი უპირატესობით წარიმართა - 10:4. ამ პაექრობაში ორი ქართველი იყო მიწვეული - ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ვალერი ლიპარტელიანი (90). ევროპელთა გამარჯვებაში წვლილი შეიტანა ლიპარტელიანმა, რომელმაც ვაზარით სძლია სამხრეთ კორეელ კიუ-ვონ ლეეს, ჭრიკიშვილი კი იუკოთი დამარცხდა უზბეკ იაკიო იმამოვთან.

ამ დღეს დაიბადნენ

1942 – ეუსებიო (ეუსებიო და სილვა ფერეირა). ”შავ პანტერად” წოდებული მოზამბიკური წარმოშობის პორტუგალიელი ფეხბურთელი. დაიბადა ლორენსაუ მარკეშში (ამჟამად მაპუტუ). ეუსებიო სამართლიანადაა მიჩნეული მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ მოთამეშედ. ფილიგრანულ ტექნიკასა და უძლიერეს, ზუსტ დარტყმებთან ერთად ეუსებიო არაორდინალური სისწრაფითაც გამოირჩეოდა. მას 400, 200 და 100 მეტრზე რბენაში მოპოვებული აქვს პორტუგალიის ჩემპიონის ტიტული. 1960 წელს გახდა მოზამბიკის ჩემპიონი. 19 წლის ეუსებიო ლისაბონის ”ბენფიკამ” ”სპორტინგ კლუბ ლორენსაოდან” 7 500 გირვანქად იყიდა. იმავე წელს დებიუტი ჰქონდა პორტუგალიის ნაკრების რიგებში. 1961 და 1962 წლებში ჩემპიონთა თასი მოიპოვა. 1962 წელს ფინალში ეუსებიოს ”ბენფიკამ” ჩემპიონთა თასის ფინალში პუშკაშისა და დი სტეფანოს მადრიდის ”რეალს” 5:3 მოუგო. გადამწყვეტ მატჩში ეუსებიომ ორი გოლი გაიტანა. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე პორტუგალიამ მესამე ადგილი დაიკავა, ეუსებიომ კი ტურნირის მსვლელობისას ცხრა გოლის გატანა შეძლო (4 ჩრდილოეთ კორეასთან). 1965 წელს იგი მსოფლიოს წლის უძლიერეს მოთამაშედ აღიარეს, ხოლო ორჯერ მოპოვებული აქვს კონტინენტის საუკეთესო ბომბარდირისათვის განკუთვნილი ”ოქროს ბუცი”. პორტუგალიის ნაკრების 64 მატჩში გაიტანა 41 ბურთი. სულ კი 715 ოფიციალურ შეხვედრაში ეუსებიომ 727-ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა. მრავალჯერ აქვს მოპოვებული პორტუგალიის ჩემპიონობა და თასი, 1976 წელს კი ჯერ მექსიკის (”მონტერეის” რიგებში) ჩემპიონი გახდა, შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგის (NASL). იმ წელს ეუსებიო ”ტორონტო მეტრო-კროაციაში” გამოდიოდა და ამ გუნდის გაჩემპიონებისათვის გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში გოლი გაიტანა. გარდაიცვალა 2014 წლის იანვარში.

1947 – ტოსტაო. ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონი. 1971 წელს დაასახელეს სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად. 1967 და 1972 წლებში აღიარეს ბრაზილიის უძლიერეს მოთამაშედ. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 64 მატჩი, გაიტანა 32 გოლი. მხედველობის გაუარესების გამო საფეხბურთო კარიერა 26 წლის ასაკში შეწყვიტა.

1948 – ვლადიმერ ისელიძე. თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების წყალბურთელი. სსრკ ჩემპიონატის ვერცხლის (1967) და ბრინჯაოს (1966) მედლების მფლობელი. საკავშირო ხალხთა სპარტაკიადის ფინალისტი (1979). მონრეალის 1976 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (მეშვიდე ადგილი). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. ვლადიმერ ისელიძე ამჟამად საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელია.

1954 – რიკარდო ენრიკე ბოჩინი. არგენტინული “ინდეპენდიენტეს” რეკორდსმენი ჩატარებულ მატჩთა რაოდენობით (634). მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი. ლიბერტადორესის თასის 4-გზის მფლობელი. 1983 წელს დაასახელეს არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელად.

1962 – ჟორჟ გრიუნი. ბელგიელი ცენტრალური მცველი. “პარმას” შემადგენლობაში მოგებული აქვს თასების, უეფას და იტალიის თასები. ბელგიის ოთხგზის ჩემპიონი.

1962 – კრის ჩელიოსი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ ”დეტროიტ რედ უინგზის” მცველი.

1965 – ესა ტიკანენი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ ”ნიუ იორკ რეინჯერსის” მარცხენა გარემარბი.

1966 – პაველ ტორგაევი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ ”ტამპა ბეი ლაითნინგის” მარცხენა გარემარბი.

1967 – დავიდ ჟინოლა. საფრანგეთის ნაკრების, ”ტულუზას”, ”რესინგის”, ”ბრესტის”, პსჟ-ის, ”ნიუკასლის”, ”ტოტენჰემის”, ”ასტონ ვილასა” და ”ევერტონის” ფეხბურთელი. 1999 წელს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ პრემიერლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა (მაშინ ჟინოლა ”ტოტენჰემში” გამოდიოდა). 1999 წელს მოიპოვა ინგლისის ლიგის თასი. საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებული აქვს 17 მატჩი.

1970 – ლოსანო მუნიოსი. ესპანელი მოკრივე. 2000 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1973 – ირინა ლიაშკო. რუსი წყალში მხტომელი. ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს.

1976 – მიხელ ბროსი. ჩეხი ჰოკეისტი. 2000 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. პრაღის ”სპარტას” ფორვარდი.

1980 – ჩავი. ესპანეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” ნახევარმცველი. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი. ევროპის 2008 და 2012 წლების ჩემპიონი. 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალისტი (1999). “ბარსელონასთან” ერთად მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2009, 2011), ესპანეთის ჩემპიონობა (1999, 2005, 2006, 2009, 2010, 2011, 2013), ჩემპიონთა ლიგა (2006, 2009, 2011), ესპანეთის თასი (2009, 2012) და ესპანეთის სუპერთასი (2006, 2007, 2009, 2010, 2011), ევროპის სუპერთასი (2009). 2008 და 2010 წლებში დაასახელეს მსოფლიოს საუკეთესო ფლეიმეიქერად და შეიყვანეს ფიფას ნაკრებში. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 133 მატჩი, გაიტანა 13 გოლი. კატალონიის ნაკრებში ჩაატარა 10 მატჩი, გაიტანა 2 გოლი.

1984 – რობინიო. ბრაზილიის ნაკრების, “სანტოსის”, მადრიდის “რეალის”, “მანჩესტერ სიტის”, “მილანის” ფორვარდი. ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მოიგო კონფედერაციათა თასი (2005, 2009) და კოპა ამერიკა (2007). თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში ჩაატარა 83 მატჩი, გაიტანა 25 გოლი. 2002 და 2004 წლებში გახდა ბრაზილიის ჩემპიონი, 2007 და 2008 წლებში კი “რეალთან” ერთად ესპანეთის პრიმერა დივიზიონი მოიგო. 2008 წელს დაეუფლა ესპანეთის სუპერთასს. 2010 წელს “სანტოსთან” ერთად მოიგო ბრაზილიის თასი და პაულისტას (სან პაულუს შტატის) ჩემპიონობა. 2011 წელს “მილანის” შემადგენლობაში გახდა იტალიის ჩემპიონი და დაეუფლა ქვეყნის სუპერთასს. “მანჩესტერ სიტიში” რობინიოს ყოველკვირეული ანაზღაურება 160 ათასი გირვანქა იყო.

0.112905