ფეხბურთი

2:02 | 25.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

7 გუნდი 9 ქულაში: სერია A ბევრ ინტრიგას ამზადებს

იტალიის სერია A-ში პირველი წრე დასრულდა და სკუდეტოთვის ფიცხელი ბრძოლაა გაჩაღებული. ზამთრის ჩემპიონი „მილანი“ გახდა, რომელმაც ჩემპიონატის პირველი ნაწილი „ატალანტასთან“ მძიმე მარცხით (0:3) დაასრულა.

თუმცა, „მილანის“ პოზიციები ახლა ისეთი მყარი აღარ არის, როგორც მაგალითად 1 კვირის წინ. მე-19 ტურმა ყველაზე მეტად „იუვენტუსის“ წისქვილზე დაასხა წყალი. ანდრეა პირლოს გუნდმა „მილანთან“ და „ინტერთან“ ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო „ნაპოლის“ გადაასწრო.

„იუვენტუსმა“ „ბოლონიას“ ადვილად და დამაჯერებლად აჯობა. არტურისა და ვესტონ მაკკენის გოლებით ტურინელებმა დაგეგმილი ქულები მოიპოვეს და თამამად შეიძლება ითქვას, საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნებულია. „ბებერი ქალბატონი“ „მილანს“ 7 და „ინტერს“ 5 ქულით ჩამორჩება, მაგრამ პოტენციურად ეს შეიძლება 4 და 2-ქულიანი ჩამორჩენა იყოს, რადგან „იუვეს“ კონკურენტებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ბუნებრივია, მთელი მეორე წრე წინ არის და „იუვეს“ ჩამოწერა დაუშვებელია.

„ნაპოლი“ კრიზისშია. ჯენარო გატუზოს გუნდმა იტალიის სუპერთასზე მარცხის შემდეგ „ვერონაში“ წააგეს. არადა, ირვინგ ლოსანომ იმდენად სწრაფად გაიტანა, რომ „ნაპოლის“ ისტორიაში სერია A-ში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი მექსიკელი გახდა, მაგრამ ეს კამპანიელებს არაფერში წაადგათ. „ვერონა“ წელს შესანიშნავად გამოიყურება და განსაკუთრებით ლიდერებთან ვარგობს. ივან იურიჩის გუნდმა შემდეგ 3 უპასუხო გოლი გაიტანა და 3:1 იმარჯვა.

და ბოლოს, „ლაციო“, რომელიც შინ „სასუოლოსთან“ თავიდანვე აგებდა, მაგრამ შემდეგ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩისა და ჩირო იმობილეს გოლებით დააქამბექა, ზედიზედ მეოთხედ იმარჯვა და სწორედ „ნაპოლის“ გაუტოლდა. ბოლოსკენ ისიც აღვნიშნოთ, რომ სერია A-ში პირველ და მეშვიდე ადგილებს შორის ქულათა სხვაობა მხოლოდ 9-ს შეადგენს და ვინ იცის, მეორე წრეში რა მაგარი ამბები გველოდება...

„იუვენტუსი“ – „სამპდორია“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 არტური (15), 2:0 მაკკენი (71)

„ჯენოა“ – „კალიარი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 დესტრო (10)

„ვერონა“ – „ნაპოლი“ 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 ლოსანო (1), 1:1 დიმარკო (62), 2:1 ბარაკი (62), 3:1 ძაკანი (79)

„ლაციო“ – „სასუოლო“ 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 კაპუტო (6), 1:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (25), 2:1 იმობილე (71)

„პარმა“- „სამპდორია“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 იოშიდა (25), 0:2 კეიტა (34)

თეგებისერია A
0.163039