ჭიდაობა

20:53 | 24.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა

გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი. ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი. მსოფლიო დონის სპეციალისტი, რომელმაც ქვეყანას ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები აღუზარდა. საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი.

ნუგზარ სხირელი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელი. მისი გარდაცვალებით ქართულ საჭიდაო სამყაროში, ფაქტობრივად, ერთი დიდი ეპოქა დასრულდა.

WORLDSPORT.GE-ს რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებსა და ქართული ჭიდაობის სამყაროს.

0.152015