კალათბურთი

18:20 | 24.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის სუპერმატჩი და MVP-ის ტიტული

ლიგა ენდესას 21-ე ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ შინ „მანრესას დაუპირისპირდა და მეტოქე 15-ქულიანი სხვაობით 85:70 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 22:57 წუთი გაატარა, რა დროშიც 29 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 14-დან 10 ორქულიანი, 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო - მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 37-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ ორმაგი დუბლი მხოლოდ „ტენერიფეს“ ბრაზილიელმა კალათბურთელმა მარსელინო უერტასმა მიითვალა, რომელიც საკუთარ გუნდს 10 ქულით, 4 მოხსნითა და 10 პასით დაეხმარა.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ 16 გამარჯვებით და 4 მარცხით სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომავალ შეხვედრას 30 იანვარს „მორაბანკ ანდორას“ წინააღმდეგ გამართავს.

0.120323