სხვა

13:33 | 24.01.2021 | ნანახია 1487 - ჯერ

ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო მარცხით დაასრულა - იმპერატორის თასს დაიეიშო დაეუფლა (+VIDEO)

ჰაცუ ბაშო დასრულდა - ქართველმა სუმოისტმა კი ძალიან ცუდი შედეგი დააფიქსირა. ტოჩინოშინმა წლის პირველ სუპერტურნირზე 4 გამარჯვების საპირისპიროდ 11 მარცხი იწვნია, რაც იმის მომასწავებელია, რომ რეიტინგში საგრძნობი რეგრესი ელის.

მე-4 მაეგაშიას სტატუსით მოასპარეზე ტოჩი ბოლო საშეჯიბრო დღეს ტერუცუოშს შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. მცირე წონოსანმა მეტოქემ ლევანს შანსი არ დაუტოვა და დოჰიოს მიღმა ადვილად გადაიყვანა.

ეს აღნიშნული წყვილის მე-4 დაპირისპირება იყო და ჩვენებურს მოგება-წაგების ბალანსი უარყოფითი - 1:3-ზე აქვს.

„იმპერატორის თასს“ ყველასათვის მოულოდნელად პირველი მაეგაშირა დაიეიშო დაეუფლა. მან იანვრის ბაშოზე ზედიზეც 8 მოგების შემდგომ ჯერ ტაკარაფუჯისთან ჰატაკიკომით, შემდგომ კი ონოშოსთან ცუკიოტოშით წააგო, თუმცა 13 გამარჯვება საკმარისი გამოდგა.

ბოლო გამარჯვება 28 წლის იაპონელმა ოკინეუმთან მოიპოვა, რომელიც ცუკიდაშის ილეთით დაამარცხა.

11:4-ზე ბალანსით დაასრულეს ასპარეზობა ოძეკებმა ასანოამამ და შოდაიმ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო მე-13 საშეჯიბრო დღის ჩათვლით ჩემპიონობის შანსს შოდაიც ინარჩუნებდა, თუმცა ბოლო 2 შეხვედრა ვერ მოიგო და შესაბამისად შანსიც ხელიდან გაუშა.

აქვე გეტყვით, რომ განახლებული რეიტინგი პირველ მარტს გამოქვეყნდება, მომდევნო ბაშო კი 14-28 მარტს გაიმართება.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:17 | 21.07.2019
sabonis (9584)

რას ბჭობთ ხალხო, რა აზრი აქ ვისთან მოვხდებით მაინც გასულები ვართ, პირიქით გვაწყობს რაც შეიძლება ძლიერ გუნებთა მოვხდეთ, რომ გუნდი გაძლიერდეს დაეტად შეთამაშდეს.

17:17 | 20.07.2019
romeoromeo1989 (79)

ისიც დაგეწერათ მეოთხე კალათიდან ფინეთი ან პოლონეთი რო შეგვხვდება

13:19 | 20.07.2019
dinamo222 (8587)

იმიტომაა უკრაინაქ ჩვენზე წინ რომ წინა ჩემპიონატზე სამარცხვინოდ წავაგეთ მაგათთან@ აი ამიტომაცაა !!

18:37 | 19.07.2019
dubligi (1489)

და რატოა უკრაინა მე-3 და ჩვენ მე-5-ში..რა იდიოტური სისტემა აქვთ

18:23 | 19.07.2019
dinamo222 (8587)

სერბეთი საბერძნეთო ლატვია ფინეთი ჰოლანდია შვეცია და მერვედან სულ ერთია აი ეს იქნება მაგარი შედეგი ჩვებთვის

13:57 | 20.07.2019
jikha (947)

სერბეთის გარდა ეს გუნდები ჩვენთან ვერ იქნებიან. ჯგუფი იქნება ოთხგუნდიანი და ჩვენთან (ე.ი. მე-5 კალათა) მოხვდება თითო გუნდი პირველი, მე-4 და მე-8 კალათიდან

18:17 | 19.07.2019
Tsikura (85)

უკრაინა მესამე კალათაში?? საოცრებაა

17:37 | 19.07.2019
mikamika (1780)

წარმატებები ჩვენ ნაკრებს! იმედია ამ ჩემპიონატზე განსაკუთრებულ შედეგს ვაჩვენებთ.

17:36 | 19.07.2019
mikamika (1780)

მე-3 კალათის 2 გუნდთან (ლატვია, უკრაინა) სუპერ დადებითი ბალანსი გვაქვს და მე-4 კალათიდანაც გერმანიის გარდა ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე გვჯობს.

0.099096
1487