მოლოდინი გამართლდა. კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს ბრძოლა სანახაობრივი გამოდგა. აღნიშნული წყვილი ერთმანეთს აბუ დაბიში დაუპირისპირდა და ირლანდიელი დამარცხდა.
ბრძოლა მაკგრეგორის უპირატესობით დაიწყო და პირველი რაუნდი მოიგო კიდეც, თუმცა მეორე რაუნდში ამერიკელმა მებრძოლმა ყველაფერი გადაწყვიტა და კონორს კარიერაში პირველად ნოკაუტით მარცხი აწვნია.
ამრიგად, წყვილის ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი გათანაბრდა და 1:1-ზე გახდა, რაც შესაძლოა იმის პირობა გახდეს რომ მათი დაპირისპირება კიდევ ერთხელ ვიხილოთ.