სხვა

13:04 | 24.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

სამი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა

მსოფლიო ჩემპიონატზე, ეგვიპტეში, მთავარი რაუნდის ბოლო ტურის წინ სამი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა: უნგრეთი, ესპანეთი და დანია.

მეოთხე ტურის მთავარი მატჩი იყო არგენტინა - ხორვატია. არგენტინა 5-0 დაწინაურდა, მაგრამ ტაიმი 12-12 მორჩა. გადამწყვეტი აღმოჩნდა 37-52-ე წუთების მონაკვეთი, როდესაც ხორვატიამ გოლი ვერ გაიტანა და 15-19 ჩამორჩა. საბოლოოდ, არგენტინელთა მეკარემ, ლეონელ მასიელმა 12 დარტყმა მოიგერია, მისმა გუნდმა 23-19 მოიგო, 6 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა და პირველად შეუძლია მსოფლიოს უძლიერეს 8 გუნდში მოხვედრა.

ბოლო ტურის წინ დანია 8 ქულით ლიდერობს და პირველი ადგილი განაღდებული აქვს. მეორის დაკავების შანსი აქვთ არგენტინას, ხორვატიას და ყატარს, ამ სამიდან კი მხოლოდ არგენტინაა საკუთარ შედეგზე დამოკიდებული - მეოთხედფინალში გასასვლელად გუნდს ქულა სჭირდება ყატართან, ყატარის მოგების შემთხვევაში კი ყველაფერი ხორვატია-დანიის მატჩზე იქნება დამოკიდებული.

პირველ ჯგუფში სიტუაცია გარკვეულია - უნგრეთი და ესპანეთი მეოთხედფინალში არიან.

მესამე ჯგუფში საფრანგეთი 8 ქულითაა და დღეს 6-ქულიან პორტუგალიას ხვდება, იქამდე კი ასევე 6 ქულიანი ნორვეგია ეთამაშება ისლანდიას. მეოთხე ჯგუფში შვედეთმა ზედიზედ მეორე მატჩში ზედ ბოლო წამზე დაკარგა ქულა - ამჯერად, სლოვენიასთან 28-28. დღეს თამაშობენ ეგვიპტე (6 ქულა) - სლოვენია (5) და შვედეთი (6) - რხფ (5). ეგვიპტესა და შვედეთს მეოთხედფინალში გასასვლელად ფრეც ჰყოფნით.

ორშაბათს ბოლო ტურია პირველ და მეორე ჯგუფებში და ბოლო მეოთხედფინალისტიც გამოვლინდება.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2021, კაცები. ეგვიპტე, 13-31 იანვარი

მთავარი რაუნდი, 22-23 იანვარი (2-2 საუკეთესო გადის მეოთხედფინალში)

მეოთხედფინალი 27 იანვარს, ნახევარფინალი 29 იანვარს, ფინალი 31 იანვარს

1 ჯგუფი. უნგრეთი 8 ქულა, ესპანეთი 7 - გერმანია 4, პოლონეთი 4, ბრაზილია 1, ურუგვაი 0

ურუგვაი - ესპანეთი 23-38

ლისტონი 6, ვიერა (12 მოგერიება) - არინიო 8, სოლე 6, ერნანდესი (13)

პოლონეთი - უნგრეთი 26-30

სიცკო 5 - ლეკაი 8, მათე 6, მიკლერი (10)

გერმანია - ბრაზილია 31-24

გოლა 7, ვებერი 5, კუნი 5, ბიტერი (10) - მორაესი 6

25 იან. 18:30 ბრაზილია - ურუგვაი, 21:00 ესპანეთი - უნგრეთი, 23:30 პოლონეთი - გერმანია

I ეტაპიდან: გერ-ურუ 43-14, უნგ-ურუ 44-18, უნგ-გერ 29-28, ესპ-ბრა 29-29, ესპ-პოლ 27-26, პოლ-ბრა 33-23

21 იანვარი. ურუგვაი - პოლონეთი 16-30, უნგრეთი - ბრაზილია 29-23, ესპანეთი - გერმანია 32-28

--

2 ჯგუფი. დანია 8 ქულა - არგენტინა 6, ხორვატია 5, ყატარი 4, იაპონია 1, ბაჰრეინი 0

ყატარი - ბაჰრეინი 28-23

კაპოტე 9, მარზო 8 - აჰმედი 5

არგენტინა - ხორვატია 23-19

პისარო 4, მასიელი (12) - ჩუპიჩი 7, პეშიჩი (12)

იაპონია - დანია 27-34

აგარიე 7 - იაკობსენი 12, ლანდინი (12)

25 იან. 18:30 ბაჰრეინი - იაპონია 21:00 არგენტინა - ყატარი 23:30 დანია - ხორვატია

I ეტაპიდან: ხორ-იაპ 29-29, ყატ-იაპ 31-29, ხორ-ყატ 26-24, დან-ბჰრ 34-20, არგ-ბჰრ 24-21, დან-არგ 31-20

21 იანვარი. იაპონია - არგენტინა 24-28, ხორვატია - ბაჰრეინი 28-18, დანია - ყატარი 32-23

--

3 ჯგუფი. საფრანგეთი 8, ნორვეგია 6, პორტუგალია 6, ისლანდია 2, შვეიცარია 2, ალჟირი 0

შვეიცარია - პორტუგალია 29-33

შმიდი 11 - იტურიზა 7, მაგალაეში 6

ისლანდია - საფრანგეთი 26-28

ელისონი 8, კრისტიანსონი 6 - მემი 7, მაე 5, ფაბრეგასი 5

ნორვეგია - ალჟირი 36-23

ბლონცი 7, საგოსენი 6, სევერასი (11) - აიუბი 7

24 იან. 18:30 ალჟირი - შვეიცარია, 21:00 ისლანდია - ნორვეგია, 23:30 პორტუგალია - საფრანგეთი

I ეტაპიდან: საფ-ნორ 28-24, ნორ-შვც 31-25, საფ-შვც 25-24, პორ-ისლ 25-23, ისლ-ალჟ 39-24, პორ-ალჟ 26-19

20 იანვარი. შვეიცარია-ისლანდია 20-18, საფრანგეთი-ალჟირი 29-26, პორტუგალია-ნორვეგია 28-29

--

4 ჯგუფი. ეგვიპტე 6, შვედეთი 6, რუსეთი 5, სლოვენია 5, ბელარუსი 2, ჩრდ. მაკედონია 0

მაკედონია - რხფ 20-32

კუზმანოვსკი 6, მიტრევსკი (10) - სოროკა 6

ეგვიპტე - ბელარუსი 35-26

ელაჰმარი 8, მამდუ 7 - ვაილუპაუ 4, მაროზი (10)

სლოვენია - შვედეთი 28-28

გაიჩი 6, ზარაბეცი 5 - ვანე 7, ხრინცი 5

24 იან. 18:30 ბელარუსი-მაკედონია, 21:00 სლოვენია-ეგვიპტე, 23:30 რხფ-შვედეთი

I ეტაპიდან: შვდ-მკდ 32-20, ეგვ-მკდ 38-19, შვდ-ეგვ 24-23, ბლრ-რხფ 32-32, რხფ-სლნ 31-25, სლნ-ბლრ 29-25

22 იანვარი. მაკედონია-სლოვენია 21-31, რხფ - ეგვიპტე 23-28, შვედეთი-ბელარუსი 26-26

--

პრეზიდენტის თასი, 25-32 ადგილები

ჯგუფი 2. ავსტრია 4 ქულა, ჩილე 2, მაროკო 2, კორეა 0

მაროკო - კორეა 32-25, ავსტრია - ჩილე 33-31

ჯგუფი 1. ტუნისი 4 ქულა, დრ კონგო 2, ანგოლა 2, კაბო ვერდე 0

კაბო ვერდე - ანგოლა 0-10, ტუნისი - დრ კონგო 38-22

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138874