დიდი სლემის სამი ტიტულის მფლობელი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ბრიტანელი ენდი მარი ავსტრალიის ღია პირველობაზე არ ითამაშებს. ის ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია ეფექტური კარანტინი, რომელიც პანდემიის პირობებში, ასეთ ტურნირზე გამოსვლის საშუალებას მისცემს.
მარის მელბურნის ტურნირის ფინალში ხუთჯერ აქვს ნათამაშები და ხუთივე შეხვედრა წააგო. ერთი კვირის წინ, როდესაც ავსტრალიაში ჩარტერული რეისით გამგზავრებას აპირებდა, მას კორონავირუსით იბფიცირება დაუდასტურდა.
„სამწუხაროდ, ავსტრალიაში აღარ გავემგზავრები და ავსტრალიის ღიაზე მონაწილეობას არ ვაპირებ. ტენის ავსტრალიასთანმუდმივი დიალოგი მქონდა, რათა მომეძებნა გამოსავალი, რაც კარანტინის დროს მზადებას შემძლებინებდა. მაგრამ არაფერი გამოვიდა. ყველას მადლობას ვუხდი იმ მცდელობისთვის, რომლის მიზანიც, ტურნირზე ჩემი გამოსვლა იყო. ეს ქვეყანა და ტურნირი ძალიან მიყვარს“, - განაცხადა მარიმ, ვისაც ავსტრალიის ტენის ავსტრალიამ უაილდი ქარდი მისც, რათა მელბურნ პარკზე გამოსვლის შესაძლებლობა ჰქონოდა.
პანდემიური განაწესის შესაბამისად, ჩოგბურთელებს ოფიციალურ პირებს, ავსტრალიაში ჩასვლის შემდეგ, 14-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ. კარანტინს დროს, ჩოგბურთელებს ვარჯიშისთვის შეზღუდული დრო აქვთ, სხვებს კი, სასტუმროში ყოფნა ევალებათ.
მარი ერთ დროს მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო, მაგრამ ამჟამად რეიტინგში 123-ე ადგილზეა. ჩამოქვეითების მიზეზი თეძოს ტრავმაა, რომლის გამოც მას ბევრი დრო გაუცდა. ცნობისათვის, 33 წლის შოტლანდიელს ორჯერ უიმბლდონი აქვს მოგებული, ერთხელ კი - აშშ-ის ღია პირველობა. ოლიმპიადებზე კი მამაკაც ერთეულებში ოქროს ორ მედალს დაეუფლა.