ავტოსპორტი

4:31 | 24.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოჟიეს მონტე კარლოს რალის მერვედ მოგების შანსი აქვს

რალიში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, ფრანგ სებასტიან ოჟიეს მონტე კარლოს რალის მერვედ მოგების შანსი აქვს. „ტოიოტას“ პილოტმა ლიდერობა თავის უელსელ თანაგუნდელ ელფინ ევანსს ჩამოართვა და რალის ორი დღის შემდეგ, მას 13 წამს უგებს. კვირას სულ ოთხი ეტაპია გასავლელი.

მესამე ადგილზეც „ტოიოტას“ ფინელი კალე როვანპერაა, ვინც ლიდერს 56.8 წამით ჩამორჩება. მეორე დღეს მხოლოდ სამი სპეცმონაკვეთი ჩატარდა, რომლის გზაც, მოყინულ ასფალტზე გადის.

„დილის პირველ სპეცმონაკვეთზე ძალიან რთულ პირობებში მოგვიწია რბოლამ. ზოგ მოსახვევში ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ბორბლებს წვეროები აღარ ჰქონდა“, - ყვება ოჟიე.

ევანსმა ლიდერობის დაკარგვის შემდეგ, ტემპი გაზარდა და მესამე სპეცმონაკვეთი მოიგო კიდეც. „ამ მონაკვეთის მოგება ძალიან მჭირდებოდა. ფსონს ვერ ჩამოვალ, მაგრამ ხვალ ზეწოლას გავზრდით“, - ამბობს უელსელი.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი, ესტონელი ოტტ ტანაკი (ჰიუნდაი), ვინც პირველი ორი სპეცმონაკვეთი მოიგო, რბოლას გამოეთიშა. მას ზედიზედ ორი მონაკვეთზე დაუზიანდა ბორბალი. მეორე შემთხვევაში, სათადარიგო ბორბალი აღარ ჰქონდა. ტანაკი მონტე კარლოს რალის ზედიზედ მეორედ გამოეთიშა. შარშანდელ რბოლაში ის 40-მეტრიან ხრამში გადავარდა.

„ჩვენ ვცადეთ, მანქანაზე ისევ პირველი დაზიანებული ბორბალი დაგვეყენებინა, მაგრამ ამანაც დიდხანს ვერ გაძლო. რაღა შეგვეძლო, სერვისამდე მივაღწიეთ, მაგრამ რბოლას ვეღარ გავაგრძელებთ“, - განაცხადა ტანაკმა.

მონტე კარლოს რალის შარშანდელმა გამარჯვებულმა, ბელგიელმა ტიერი ნოივილმა დღის მეორე სპეცმონაკვეთის მოგება შეძლო და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ის როვანპერას 7 წამით ჩამორჩება.

0.116619