1947 – დაიბადა ჯორჯო კინალია. იტალიის ნაკრების, რომის ”ლაციოსა” და ნიუ იორკის ”კოსმოსის” ცენტრფორვარდი. დაიბადა უელსში და ფეხბურთის თამაში იქვე დაიწყო. ითვლება “ლაციოს” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. მოპოვებული აქვს იტალიის ჩემპიონობა (1974 წელს კინალიამ ”ლაციოს” პირველად გაჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა, სერია A-ს საუკეთესო გოლეადორი გახდა და რომაულ დერბიში გოლიც გაიტანა), ხოლო ”კოსმოსში” თამაშობდა პელესა და ფრანც ბეკენბაუერთან ერთად. NASL-ში გადავიდა 1976 წელს და ოთხჯერ (1977, 1978, 1980, 1982) გახდა ტურნირის ჩემპიონი. 1980 წელს გაიტანა 50 გოლი, სულ კი 5-ჯერ გახდა NASL-ის საუკეთესო ბომბარდირი (1978, 19979, 1980, 1981, 1982). ჩრდილოამერიკულ ლიგაში კინალიამ 254 მატჩში გაიტანა 242 გოლი, რითაც ლიგის უპირველესი გოლეადორია. ჯორჯო კინალიამ ”სკუადრა აძურას” შემადგენლობაში ჩაატარა 14 მატჩი (გაიტანა 4 გოლი) და მონაწილეობა მიიღო 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორთა შორის უკავია 40-ე ადგილი.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1900 – ინგლისის ქალაქ ნიუკასლში ბადმინტონისტთა უძველესი კლუბი დაარსდა.
1901 – ბეისბოლის ამერიკულ ლიგაში (ALB) პირველი მატჩები ჩატარდა.
1909 – ”ნიუკასლ იუნაიტედის” მოთამაშე ალბერტ შეპარდი გულშემატკივარს დაჰპირდა, რომ ”ნოთს ქაუნთის” ჰეთ-თრიკს შეუსრულებდა და მოედანს ვადაზე ადრე დატოვებდა. შეპარდმა ოთხი გოლი გაიტანა და გასახდელში თამაშის დასრულებამდე ათი წუთით ადრე წავიდა.
1936 – ”ლივერპულმა” 13 წლისა და 188 დღის რეი ლამბერტთან გააფორმა კონტრაქტი. ლამბერტი დღემდე ინგლისის უპირველესი დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა.
1947 – ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში (NFL) მეხუთე (უკანა) მსაჯი დაუშვეს და ფლეი-ოფში ”უცაბედი სიკვდილის” წესი დაამკვიდრეს.
1952 – აშშ-ის შტატ ტეხასში ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) პირველი კლუბი ”დალას ტექსანზი” დაარსდა. ადრე ეს გუნდი ”ნიუ იორკ იანკიზის” სახელწოდებით გამოდიოდა.
1962 – ჯეკი რობინსონი პირველი შავკანიანი მოთამაშე გახდა, რომელიც ბეისბოლისტთა ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.
1963 – სუპერმძიმე წონით კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შეხვედრა ბადი როჯერსსა და ლუი ტეცს შორის ტორონტოში ჩატარდა. ამ ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ როჯერსი მსოფლიოს საჭიდაო ფედერაციის (WWF) ვერსიით, ხოლო ტეცი ეროვნული საჭიდაო ასოციაციის (NWA) მსოფლიოს ჩემპიონებად აღიარეს.
1970 – საბჭოთა მოციგურავე ვალერი მურატოვმა 500 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (38.99).
1971 – ინგლისის ნაკრებისა და ლონდონური ”ჩელსის” გოლკიპერმა პიტერ ბონეტიმ ”არისტოკრატთა” რიგებში 500-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა.
1973 – უორენ სპენი ბეისბოლისტთა ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.
1976 – ჯორჯ ფორმენმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის რონ ლილი მეხუთე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
1978 – ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) ”ყველა ვარსკვლავის” რიგით 31-ე მატჩი ჩატარდა. უელსმა კემპბელს ოვერტაიმში 3:2 მოუგო. შეხვედრა ბუფალოში გაიმართა.
1986 – ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) კლუბ ”ნიუ იორკ აილენდერზის” მოთამაშე მაიკ ბოსიმ გოლ პლუს პასი სისტემით რეგულარული პირველობის მატჩებში მეათასე ქულა დააგროვა.
1987 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში ჰანა მანდლიკოვამ მარტინა ნავრატილოვა 7:5, 7:6 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 61-ე ჩემპიონი გახდა.
1988 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში მათს ვილანდერმა პატ კეშს 6:3, 6:7, 3:6, 6:1, 8:6 მოუგო და შეჯიბრების რიგით 76-ე ჩემპიონი გახდა.
1998 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში თბილისის ”დინამომ” ყირგიზეთის წარმომადგენელ ბიშკეკის ”დინამოს” 7:0 მოუგო. გოლები ლევან ხომერიკმა, მიხეილ აშვეთიამ, ალექსანდრე გოგობერიშვილმა, კლიმენტი წიტაიშვილმა, დავით პეტრიაშვილმა, გივი დიდავამ და გიორგი კიკნაძემ გაიტანეს. ”დინამო” (გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა): ზოიძე (ლომაია), დიდავა (არსოშვილი), ცქიტიშვილი, გუჩუა (ჯელაძე), ჩიხრაძე, ალექსიძე, კიკნაძე (კვარაცხელია), გოგობერიშვილი (პეტრიაშვილი), ხომერიკი, მუჯირი (გელაძე), აშვეთია (წიტაიშვილი).
1999 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში თბილისის ”დინამომ” მოსკოვის ”სპარტაკთან” 1:4 წააგო. ქართველთაგან გოლი გიორგი შენგელიამ გაიტანა. ”დინამო”: გვარამაძე, რუხაძე, მაჭავარიანი, აბრამიძე, ქემოკლიძე, შაშიაშვილი, გველესიანი (აფციაური), ასათიანი (ტყებუჩავა), ხიზანიშვილი, გაგუა (ბურდული), გ. შენგელია (გ. მიქაძე).
1999 – ამერიკელი აშრიტა ფურმანი სახტუნაოთი დღე-ღამის განმავლობაში 130 ათასჯერ გადახტა.
1999 – მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გუუს ჰიდინკი დაითხოვეს.
2005 – გერმანული ბუნდესლიგის კლუბ ”ფრაიბურგში” დებიუტი ჰქონდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველ ოთარ ხიზანეიშვილს. ”ფრაიბურგმა” გოლი არ გაუშვა, ”კიკერმა” კი ხიზანეიშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
2005 – კორუფციასა და ქრთამის აღებაში მხილებულმა გერმანელმა არბიტრმა რობერტ ჰოიცერმა მის მიმართ წაყენებული ბრალდება უარყო. ამასობაში, გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ჰოიცერი ერთბაშად ხუთი მატჩის ”ჩაწყობაში” დაადანაშაულა.
2006 – ჩოგბურთელთა ავსტრალიის ღია პირველობაზე ლინდსი დევენპორტი დამარცხდა, რაც რეიტინგში პირველი ადგილის დაკარგვად დაუჯდა.
2008 – საქართველოს საკალათბურთო თასის ფინალში “თბილავიამშენმა” თსუ-ს 110:90 სძლია.
2009 – ჰელსინკში მიმდინარე ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შორის პირველობა ფინელმა ლაურა ლეპისტომ მოიპოვა.
2010 – კელი კულიკი პირველი ქალბატონი გახდა, რომელმაც ბოულინგში PBA თოურ-ის ერთ-ერთ ეტაპზე ფინალში მამაკაცის დამარცხება მოახერხა. კულიკმა კრის ბარნსს 265:195 სძლია.
2013 - “ბარსელონას” ლიდერი ხუან კარლოს ნავარო ევროლიგის გათამაშების ისტორიაში გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც 3000-ქულიან ზღვარს გადააბიჯა. ესპანელმა კალათბურთელმა, რომელიც მე-12 სეზონს ატარებდა ევროლიგაში, სარეკორდო ქულათა ზღვარს “კახა ლაბორალთან” დაპირისპირების პირველ მეოთხედშივე უწია. ევროლიგის ტოპ 16-ის მატჩში “ბარსელონამ” მეტოქე 90:79 დაამარცხა, ხუან კარლოსის ანგარიშზე კი 11 ქულა გახლდათ.
ამ დღეს დაიბადნენ
1899 – იმრე შლოსერ-ლაკატოში. უნგრელი ფეხბურთელი (ფორვარდი). ქვეყნის 14-გზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. 9-ჯერ გახდა მადიართა პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. ნაკრების 68 მატჩში გაიტანა 58 გოლი. თამაშობდა ავსტრიის ჩემპიონატშიც და მისი საშუალო-სამატჩო შედეგიანობა 1.31-ს გაუტოლდა.
1911 – დიულა ლაზარი. 1930-40-იან წლებში უნგრეთის ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1938 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. უნგრეთის 5-გზის ჩემპიონი და თასის ოთხგზის მფლობელი.
1914 – ვილი შიპოში. 1930-50-იან წლებში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი. იცავდა იუგოსლავიისა და უნგრეთის ნაკრებების ღირსებას. გამოდიოდა იუგოსლავიის, უნგრეთის, რუმინეთის, საფრანგეთის, იტალიისა და ალჟირის ჩემპიონატებში.
1922 – ნილ ფრანკლინი. ინგლისელი საფეხბურთო ვარსკვლავი. ამპლუით ნახევარმცველი.
1943 – მანუელ ველასკესი. 1960-70-იან წლებში მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი. ესპანეთის შვიდგზის ჩემპიონი. 1972 წელს მიიწვიეს ევროპის ნაკრებში.
1947 – ჯორჯო კინალია. იტალიის ნაკრების, რომის ”ლაციოსა” და ნიუ იორკის ”კოსმოსის” ცენტრფორვარდი. დაიბადა უელსში და ფეხბურთის თამაში იქვე დაიწყო. ითვლება “ლაციოს” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. მოპოვებული აქვს იტალიის ჩემპიონობა (1974 წელს კინალიამ ”ლაციოს” პირველად გაჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა, სერია A-ს საუკეთესო გოლეადორი გახდა და რომაულ დერბიში გოლიც გაიტანა), ხოლო ”კოსმოსში” თამაშობდა პელესა და ფრანც ბეკენბაუერთან ერთად. NASL-ში გადავიდა 1976 წელს და ოთხჯერ (1977, 1978, 1980, 1982) გახდა ტურნირის ჩემპიონი. 1980 წელს გაიტანა 50 გოლი, სულ კი 5-ჯერ გახდა NASL-ის საუკეთესო ბომბარდირი (1978, 19979, 1980, 1981, 1982). ჩრდილოამერიკულ ლიგაში კინალიამ 254 მატჩში გაიტანა 242 გოლი, რითაც ლიგის უპირველესი გოლეადორია. ჯორჯო კინალიამ ”სკუადრა აძურას” შემადგენლობაში ჩაატარა 14 მატჩი (გაიტანა 4 გოლი) და მონაწილეობა მიიღო 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორთა შორის უკავია 40-ე ადგილი.
1955 – ჯეიმს მონტგომერი. ამერიკელი მოცურავე. მონრეალის 1976 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ოქროს სამი მედალი.
1959 – მიშელ პრიუდომი. 1970-90-იან წლებში ბელგიის ნაკრების მეკარე. ბელგიისა და პორტუგალიის რიგებში ჩატარებული აქვს 650 მატჩი. 80-იან წლებში ითვლებოდა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად.
1961 – გვიდო ბუხვალდი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში 1990 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ბუნდესნაკრების 76 მატჩში გაიტანა 4 გოლი. ამპლუით მცველი მოთამაშეობისას გამოდიოდა “შტუტგარტერ კიკერსში”, “შტუტგარტში” (1983-94), “ურავა რედ დაიმონდში”, “კარლსრუეში”. საკლუბო დონეზე ჩაატარა 567 შეხვედრა, გაიტანა 4 გოლი. 1984 და 1992 წლებში გახდა გერმანიის ჩემპიონი. წვრთნიდა “კარლსრუეს”, “ურავა რედ დაიმონდს”, “ალემანიას”. მოპოვებული აქვს იაპონიის ჩემპიონობა და ამომავალი მზის ქვეყნის იმპერატორის თასი. 2006 წელს დაასახელეს იაპონიის საუკეთესო მწვრთნელად.
1968 – მერი ლუი რეტონი. ამერიკელი ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს ორი, ვერცხლის ორი და ბრინჯაოს მედალი.
1969 – ლუიზ მაკპოლი. ავსტრალიელი მძლეოსანი. შუბის ტყორცნაში 1992 და 1996 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ვერცხლის ორი მედალი.
1973 – კრის ფერარო. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ ”ნიუ იორკ რეინჯერსის” მარჯვენა გარემარბი. 1994 წლის ზამთრის ოლიმპიადის მონაწილე.
1975 – ჯანლუკა ბაზილე. იტალიის საკალათბურთო ნაკრებისა და ბოლონიის ”კლიმამიოს” გამთამაშებელი-მსროლელი (190 სმ). ათენის 2004 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.
1984 – იოთამ ჰალპერინი. ისრაელის საკალათბურთო ნაკრებისა და თელ ავივის ”მაკაბის” მსროლელი (194 სმ). ევროლიგის ორგზის გამარჯვებული.
ამ დღეს გარდაიცვალა
2003 – ჯანი ანიელი. კორპორაცია ”ფიატის” პრეზიდენტი და ტურინის ”იუვენტუსის” საპატიო პრეზიდენტი. ანიელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ედგა სათავეში ”ბებერ ქალბატონს” და ტურინული კლუბი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან და ავტორიტეტულ გუნდად აქცია. ანიელების ოჯახი ”იუვენტუსს” 1923 წლიდან ხელმძღვანელობს, კლუბი კი 1897 წლის 1 ნოემბერს დაარსდა.