კალათბურთი

11:23 | 24.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძის 32 ქულა და ორმაგი დუბლი ყატარში

ყატარის ჩემპიონატში დუდა სანაძის „ალ ხორი“ „ალ აჰლის“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 80:72 იმარჯვა. ამ შეხვედრას ჰქონდა გარკვეული დატვირთვა, გამარჯვებული მე-7 ადგილზე გადიოდა.

სანაძე ტრავმის შემდეგ მოედანზე დიდებულად დაბრუნდა. ქართველი კალათბურთელი მატჩის MVP-ი გახდა. დუდამ 39:39 წუთში 32 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, მან 6 სამქულიანი, 5 ორქულიანი და 4 საჯარიმო ჩააგდო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111113