საქართველოს ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ სერბი ნახევარმცველი მილან რადინი დაიმატა. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთელთან ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
რადინი „დინამოს“ თებერვალში შეუერთდება, რადგან ამჟამად სერბეთის სუპერლიგის გუნდების ნაკრებთან ერთად აშშ-ში შეკრებაზეა.
29 წლის ფეხბურთელი ბოლოს სერბული „ინდიჯას“ ღირსეას იცავდა და სუპერლიგაში 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მანამდე მან პოლონური „კორონას“, ყაზახური „აკტობეს“ რიგებში უთამაშია.
სხვადასხვა დროს ასევე სამშობლოში „რადნიჩკის“, „მლადოსტის“, „ვოზოვაცის“ და ბელგრადის „პარტიზანის“ წევრი იყო. „პარტიზანის“ რიგებში მან 2016-2018 წლებში 21-ჯერ ითამაშა.