ფეხბურთი

23:34 | 23.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" დე ლიხტი დაუბრუნდა

„იუვენტუსის“ ნიდერლანდელი ფეხბურთელი მატიას დე ლიხტი გამოჯანმრთელდა. 21 წლის მცველმა კორონავირუსი დაამარცხა და 15-დღიანი თვითიზოლაცია დაასრულა.

დე ლიხტმა პროტოკოლის თანახმად ორი ტესტირება ჩაიტარა და ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ განიკურნა და გუნდს დაბრუნდა.

სავარაუდოდ, ნიდერლანდელი კვირას, „ბოლონიასთან“ მატჩის განაცხადშიც იქნება და შესაძლოა, ითამაშოს.

მიმდინარე სეზონში მატიას დე ლიხტმა ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. მას სეზონის საწყისი 2 თვე ტრავმის გამო გაუცდა, ბოლო 5 მატჩი კი კორონავირუსის გამო გამოტოვა.

0.120923