ფეხბურთი

22:46 | 23.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა სილაგაძემ ლატვიაში ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა (+VIDEO)

ლატვიური „ვალმიერას“ ფეხბურთელმა ლუკა სილაგაძემ 2021 წლის პირველივე შეხვედრაში სუპერჯარიმა გაიტანა. 21 წლის ნახევარმცველის გუნდი სპარინგმატჩში რფს-ს გაეჯიბრა და გუნდებმა გოლები გაცვალეს (1:1).

„ვალმიერას“ რიგებში სილაგაძემ გაიტანა, რომელმაც ჯარიმა იდეალურად შეასრულა. ზოგადად, ლუკა სტანდარტების სპეციალისტია და მსგავს სტილში გასულ სეზონშიც გაიტანა. შარშან მან ლატვიის ჩემპიონატში 23 თამაშში თავი 4-ჯერ გამოიჩინა.

დღევანდელ ამხანაგურ დაპირისპირებაში კი სილაგაძის გარდა, „ვალმიერას“ მაისურით მოედანზე ლუკა გადრანი იყო და ორივე მათგანი მე-60 წუთზე შეცვალეს.

0.116771