ფეხბურთი

17:47 | 23.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რომაში" ელ შაარავის სამედიცინო შემოწმება კორონავირუსმა ჩაშალა

იტალიის ნაკრების ფეხბურთელის, სტეფან ელ შაარავის „რომაში“ სამედიცინო შემოწმება ჩაიშალა. სამქე ისაა, რომ დუბაიდან იტალიის დედაქალაქში დაბრუნებულ 28 წლის შემტევს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

შესაბამისად, სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და თვითიზოლაციასი გადაინაცვლა. ცხადია, ეს მის ტრანსფერს არ შლის, უბრალოდ დროში გადაიწია.

ელ შაარავი „რომას“ ჩინური „შანხაი შენჰუადან“ უბრუნდება და მხარეები უკვე შეთანხმებულნი არიან.

იტალიელი შემტევი „რომაში“ 2016-2019 წლებში თამაშობდა და 139 მატჩში 40 გოლი გაიტანა. შემდეგ ჩინეთში გადაინაცვლა, სადაც მხოლოდ 16 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 4 გოლი გაიტანა. ელ შაარავის სხვადასხვა დროს „ჯენოაში“, „პადოვაში“, „მილანსა“ და „მონაკოში“ უთამაშია. იტალიის ნაკრების მაისურით კი მას 28 თამაშში 6 გოლი აქვს გატანილი.

0.106987