ფლორენციის „ფიორენტინას“ ფეხბურთელი ფრანკ რიბერი სავარაუდოდ ზაფხულში გერმანიაში დაბრუნდება. ცნობილია, რომ რიბერი ფლორენციულ კლუბში თამაშით ბედნიერი არ არის და გერმანიაში დაბრუნება სურს.
ესპანური მედია კი წერს, რომ ფრანგმა „აუგსბურგთან“ წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია, თუმცა კონტრაქტის დეტალები უცნობია. ამრიგად, შესაძლოა ფრნაკი ორწლიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგაში დაბრუნდეს.
რიბერის კარიერის საუკეთესო წლები სწორედ გერმანიაში აქვს გატარებული და 2007-2019 წლებში მიუნხენის „ბაიერნში“ ჩატარებულ 425 თამაშში 124 გოლი გაიტანა. „ფიორენტინაში“ ის წელიწადნახევრის წინ გადავიდა და 34 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა.
ფრანკ რიბერის კარიერის საწყის ეტაპზე „ბულონში“, „ალეზში“, „ბრესტში“, „მეცში“, „გალათასარაისა“ და „მარსელში“ უთამაშია.