ფეხბურთი

20:48 | 22.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" "ბრაიტონის' მეკარე იჯარის წესით დაიმატა

ავსტრალიის ეროვნული ნაკრების და "ბრაიტონის" მეკარე მეთიუ რაიანი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ლონდონის "არსენალში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია "მეთოფეთა" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

რაიანი "ბრაიტონში" 2017 წელს "ვალენსიადან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში მეთიუმ 11 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაუშვა. ავსტრალიელს 16 დეკემბრის შემდეგ აღარ უთამაშია და გუნდის პირველი მეკარე რობერტ სანჩესი გახდა.

0.116079