ფეხბურთი

17:39 | 22.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" "ჩელსის" მცველი დაიმატა

იტალიურმა „მილანმა“ ლონდონის „ჩელსის“ მცველი ფაკაიო ტომორი დაიმატა. „როსონერიმ“ ახალგაზრდა ინგლისელი მცველის ტრანსფერი ოფიციალურად დაარეგისტრირა.

ტომორი „მილანში“ ჩავიდა და კონტრაქტი გააფორმა. ფიკაიო შავ-წითელთა ღირსებას სეზონის ბოლომდე იჯარით დაიცავს, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევრო იქნება.

ტომორი „ჩელსის“ აკადემიის აღზრდილია და იჯარით „ბრაიტონში“, „ჰალ სიტისა“ და „დერბი ქაუნთიში“ უთამაშია. ლონდონურ გუნდში კი 2016 წლიდან 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

0.112763