საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის „ლეგიას“ ნახევარმცველი ვაკო გვილია შესაძლოა ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გადავიდეს. ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს და წერს, რომ ტრანსფერის ინიციატორი თემურ ქეცბაიაა.
ქართველ სპეციალისტს გუნდის გაძლიერება განსაკუთრებით ნახევარდაცვაში სურს, სადაც ბერძენი ფეხბურთელის, ლაზაროს ხრისტოდოპულოსის ტრანსფერი არ შედგა. ახლა კი ქეცბაიას შერჩეულ მოთამაშეებში გვილია მთავარი ფავორიტია.
თუმცა, მთავარი დაბრკოლება ის არის, რომ „ანორთოსისის“ ბიუჯეტი გვილიას ტრანსფერს ამ ეტაპზე ვერ წვდება, რამაც შესაძლოა გარიგებაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.
გვილია „ლეგიაში“ შეკრებაზე დუბაიში იმყოფება და გუშინ „კრასნოდართან“ სპარინგში ძირითად შემადგენლობაშიც იყო. ქართველი ფეხბურთელი ვარშავული გუნდის ძირითადში მიმდინარე სეზონში სტაბილურად ვერ ხვდება და სეზონის პირველ ნაწილში მხოლოდ 9 თამაში ჩაატარა, გოლი არ გაუტანია.
არადა, ვაკოს გასულ სეზონში ძალიან კარგი ჰქონდა და „ლეგიას“ პოლონეთის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. 2019-2020 წლების სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა 48 მატჩში 11 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, გვილიას პოლონურ გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.
„ანორთოსისთვის“ კი ქართველი ფეხბურთელი უცხო ხილი ნამდვილად არ არის. მოგეხსენებათ, რომ კვიპროსულ გუნდში თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი თამაშობენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პოდოლსკი ეწირება ვენგერის ანტიპატიას, როცა კი სასტარტოში იყოო, ან გოლი შეაგდო ან საგოლე გადაცემა გააკეთააა, მსგავს პრობლემას ეწირება არსენალში კოსტარიკელი კემბელი, რომელმაც მუნდიალზე თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა, აი ვენგერი კი შანსს არ აძლევს საერთოდ არა და საკმაოდ პერესპექტიულიცაა და პროდუქტიულიც, სჯობს პოლდიც და ეგ კემბელიც ინტერში გადავიდნენ!
Isco მეც მაგარი არ მევასება და რა მოწონთ საერთოდ ამაში აზრზე არვარ
ეს ერთი და სხვა მრავალი
welcome poldiii დავაააი სლედუშიიიი
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
ამის დრო წასულია კაი ხანია უკვე თუ გაქაჩავს ისევ კიოლნში ინერციით.
იტალიაში ვერ გაქაჩავს
არ მევასება ეს ფეხბურთელი
სილვამ ერთხელ საკაიფოდ მიაკაჩავაა ეს ახვ..არი
guchin zustad magitomac waago arsenalma podolskis kraize eyena rosicki da etyoboda kidec ro arafris aqnisii iyoo