ფეხბურთი

10:26 | 22.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "სახეში ნამდვილი დარტყმა მივიღეთ"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ბარნლისთან“ (0:1) წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ეს სახეში ნამდვილი დარტყმა იყო. მოგეხსენებათ, „ლივერპულმა“ 2017 წლის აპრილის შემდეგ „ენფილდ როუდზე“ პირველად წააგო და 68-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.

„სახეში ნამდვილი დარტყმაა. ამაზე მე ვარ პასუხისმგებელი - ეს არის ყველაზე მარტივი ახსნა. ბურთის ფლობის დიდი მაჩვენებელი გვქონდა, რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. შემდეგ კი პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს. ალისონმა მითხრა, რომ მეტოქეს არ შეხებია, მაგრამ მე თვითონ მომენტი არ მინახავს.

თითქმის შეუძლებელი თამაში წავაგეთ, მაგრამ ეს გავაკეთეთ. ეს ჩემი ბრალია. ჩემი საქმეა დავრწმუნდე, რომ ბიჭებს სწორი აზროვნება აქვთ, ამჯერად არ იმუშავა. მტკივნეული მარცხია, რომლის ახსნა ადვილი არ არის. ჩემი ბიჭები „კრისტალ პალასთან“ 7:0-ის შემდეგ არ მოდუნებულან. ისინი მუშაობენ, მაგრამ არ გამოდის და თუ რამე არ გამოდის, უფრო მეტად, უფრო ხშირად, უფრო მეტხანს უნდა ვცადოთ.

ვინმეს დადანაშაულება არასწორია. პრობლემებს ერთად უნდა გავუმკლავდეთ, რასაც გავაკეთებთ. ახლა პრემიერლიგის ტიტულის მოგებაზე არ ვფიქრობთ“, - თქვა კლოპმა.

„ლივერპულს“ პრემიერლიგაში 5 მატჩია არ მოუგია (ბოლოს 19 დეკემბერს, „კრისტალ პალასი“ სტუმრად 7:0 გაანადგურა). ამ ხუთ თამაშში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა და რაც მთაავარია, ბოლო 4 თამაშში „წითლებს“ გოლიც არ გაუტანიათ! იურგენ კლოპის გუნდი ლიდერ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 6 ქულით ჩამორჩება.

0.134229