ისტორია

9:48 | 22.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

22 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1973 – დაიბადა მუხრან ვახტანგაძე. ბათუმელი ფალავანი. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (85 კგ წონითი კატეგორია). სიდნეის 2000 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. მონაწილეობდა ათენის 2004 წლის თამაშებზე. ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2003). მსოფლიოს თასის მფლობელი პირად (2003) და გუნდურ (2004) ჩათვლაში. ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1857 – ნიუ იორკში ამერიკელ ბეისბოლისტთა ეროვნული ასოციაცია დაარსდა.

1942 – რიეტცე დე გროოტმა ციგურებით რბენაში ჰოლანდიის 11 ქალაქის ტურნირი მოიგო (8:44.06).

1960 – ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ”ყველა ვარსკვლავის” რიგით მეათე მატჩი ჩატარდა. დასავლეთმა აღმოსავლეთს 125:115 მოუგო. შეხვედრა ფილადელფიაში გაიმართა.

1960 – პოლ პენდერმა საშუალო წონის პროფესიონალ მოკრივეთა შორის შუგარ რეი რობინსონი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1967 – ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში (NFL) ”ყველა ვარსკვლავის” მატჩში აღმოსავლეთმა დასავლეთს 20:10 მოუგო.

1968 – ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ორი გუნდი ”მილუოკი ბაქზი” და ”ფინიკს სანზი” დაუშვეს.

1968 – 77 წლის ასაკში გარდაიცვალა დიუკ კაჰანამოკე. ცურვაში 1912, 1920 და 1924 წლების ოლიპიადებზე მოპოვებული აქვს ოქროს მედლები.

1969 – როი კამპანელა და სტენ მუზილი ბეისბოლისტთა ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1973 – საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატში ფრე გაუქმდა. საყაიმო ანგარიშის შემთხვევაში დაინიშნებოდა მატჩისშემდგომი პენალტების სერია, რომლის გამარჯვებულსაც ერთი ქულა დაერიცხებოდა, დამარცხებულს – ნული.

1973 – ჯორჯ ფორმენმა სუპერმფიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯო ფრეზერი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1983 – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მატჩში ”ჰიუსტონ როკითსი” პირველი გუნდი შეიქნა, რომელმაც ოვერტაიმში ვერც ერთი ქულის გაკეთება ვერ მოახერხა. ჰიუსტონელებმა ”პორტლენდ თრეილ ბლეიზერსთან” დამატებითი ხუთწუთიანი მონაკვეთი 0:17 წააგეს, მატჩი კი 96:113.

1984 – ანიტ კენედიმ (იგი შUNY-ში გამოდიოდა) ქალ კალათბურთელთა შორის შედეგიანობის რეკორდი დაამყარა (70 ქულა).

1988 – მაიკ ტაისონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ლარი ჰოლმსი მეოთხე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1993 – ჰოლანდიელმა მოციგურავე იოჰან კოსმა 5 კილომეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (6:38.77).

1994 – ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) რიგით 45-ე ”ყველა ვარსკვლავის” მატჩი ჩატარდა. აღმოსავლეთმა დასავლეთს 9:8 მოუგო. შეხვედრა ნიუ იორკში გაიმართა.

2004 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში თბილისის ”დინამომ” ბელორუსის წარმომადგენელ ”გომელს” 4:1 მოუგო. ”დინამოელთაგან” გოლები რატი ალექსიძემ, ლევან მელქაძემ, გიორგი შაშიაშვილმა და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს. ”დინამო” (გუნდს ივო შუშაკი წვრთნიდა): გვარამაძე, ახალაია (ხმალაძე), შაშიაშვილი, კანდელაკი, კვირკველია, კარლოსი (გ. ჩიტაია), დარასელია, ბურდული, გოგობერიშვილი, ალექსიძე, მელქაძე (სახვაძე).

2006 – საახალწლო ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან ცაგურიამ (კოკაი) პროგრამა-მინიმუმი შეასრულა. მან ტურნირის დადებითი ბალანსით დასრულება გაინაღდა და რეიტინგში წინ წაიწია.

2006 – “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მსროლელმა კობი ბრაიანტმა “ტორონტოს” 81 ქულა ჩაუგდო. Aამ მაჩვენებლით იგი ნბა-ს ისტორიაში მხოლოდ უილტ ჩემბერლენს ჩამორჩება.

2008 – ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ “მილანის” დამრიგებელი კარლო ანჩელოტი 2007 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

2008 – რუსთავის “ოლიმპმა” თანამეგობრობის თასზე ქვეჯგუფის მესამე მატჩიც მოიგო – 3:0 ლატვიური “ვენტსპილსი” დაამარცხა.

2009 – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “მემფის გრიზლის” მთავარი მწვრთნელი მარკ იავარონი პოსტიდან დაითხოვეს და მის ნაცვლად ჯონი დევისი დაინიშნა.

2009 – ჰელსინკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ციგურებით ფიგურულ მამაკაც მოსრიალეთა შორის პირველობა ფრანგმა ბრაიან ჟობერმა მოიპოვა.

2011 - შვეიცარიელი დიდე კუშე ყველაზე ხანდაზმული მოთხილამურე გახდა, რომელმაც ავსტრიის ქალაქ კიცბუელში სწრაფდაშვების შეჯიბრება მოიგო. კუშემ ასპარეზობა 36 წლისა და 159 დღის ასაკში მოიგო.

2012 - ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) იანვრის ბაშოზე ვიცე-ჩემპიონიგახდადამებრძოლი სულის პრიზი მიიღო.

ამ დღეს დაიბადნენ

1901 – ჯოზეფ ბრედფორდი. მეორე მსოფლიო ომამდე ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ფორვარდი. 414 მატჩში გაიტანა 249 გოლი. ამ მაჩვენებლით დღემდე “ბირმინგემ სიტის” ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა.

1907 – დიქსი დინი (უილიამ რალფ დინი). ინგლისის ნაკრებისა და ლივერპულის ”ევერტონის” ფორვარდი. ”ევერტონის” შემადგენლობაში ჩაატარა 433 შეხვედრა, გაიტანა 383 გოლი. ერთ სეზონში დიქსი დინმა 60 ბურთის გატანა მოახერხა. ინგლისის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში დინმა 18 გოლის გატანა მოახერხა. იგი 1980 წლის პირველ მარტს ”გუდისონ პარკზე” გარდაიცვალა, როდესაც ერთმანეთს ”ევერტონი” და ”ლივერპული” ხვდებოდნენ.

1916 – ედმუნდო სუარეს ტრაბანკო “მუნდო”. 1930-50-იანი წლების ესპანელი ფორვარდი. “ვალენსიის” ლეგენდა. ანდალუსიელთა 287 მატჩში გაიტანა 269 გოლი. ესპანეთის სამგზის ჩემპიონი და ორგზის თასის მფლობელი.

1920 – ალფ რამსეი. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი. გამოდიოდა ”საუთჰემპტონსა” და ”ტოტენჰემ ჰოთსპურზში”. მოთამაშეობისას ალბიონელთა ეროვნულ გუნდში უკანასკნელი მატჩი 1953 წელს ჩაატარა, როდესაც ინგლისელები უნგრეთთან 3:6 დამარცხდნენ, ერთი გოლი კი ალფ რამსეიმ პენალტით გაიტანა. 1963 წელს რამსეი ”იფსვიჩ თაუნის” მწვრთნელად დაინიშნა და გუნდი მესამე დივიზიონიდან პირველში გადაიყვანა. 1963 წლიდან ალფ რამსეი ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელად დაინიშნა. 1966 წლის მსოფლიოს პირველობაზე ინგლისმა ჩემპიონობა მოიპოვა, ალფ რამსეის კი დიდი ბრიტანეთის დედოფალმა სერის ტიტული მიანიჭა. რამსეის მეთაურობის ინგლისმა ევროპის 1968 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე გააღწია (მისმა გუნდმა საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა), ხოლო მექსიკის 1970 წლის მუნდიალის – მეოთხედფინალამდე. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ბარიერი ინგლისმა ვერ გადალახა (გადამწყვეტ მატჩში ლონდონის ”უემბლის” სტადიონზე მან პოლონეთის წინააღმდეგობა ვერ დაძლია), რისთვისაც ალფ რამსეი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. რამსეი მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 1999 წლის 28 აპრილს გარდაიცვალა.

1931 – რაუნო მიაკინენი. ფინელი მოჭიდავე. მჩატე წონის ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა შორის მელბურნის 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1931 – გალინა ზიბინა. საბჭოთა მძლეოსანი. ბირთვის კვრაში ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. სსრკ-ის სპორტსმენ ქალთაგან მან პირველმა მოახერხა ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება.

1938 – ალტაირი. Bბრაზილიის ნაკრებისა და “ფლუმინენსეს” მცველი. მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონი. “ფლუმინენსეს” რიგებში ჩაატარა 551 მატჩი.

1945 – გალინა ვორონინა. საბჭოთა კავშირის ქალ კალათბურთელთა ნაკრებისა და მოსკოვის ”დინამოს” მოთამაშე (190 სმ). 1966, 1968 და 1970 წლებში მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

1946 – სერჟ სავარი. კანადელი ჰოკეისტი. მოგებული აქვს რვა ”სტენლის თასი”.

1952 – კარენ მო (ტორნტონი). ამერიკელი მოცურავე. მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1957 – მაიკ ბოსი. გამოდიოდა ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ ”ნიუ იორკ აილენდერზში”. ზედიზედ ცხრა სეზონის განმავლობაში გაჰქონდა 50 შაიბაზე მეტი.

1964 – სტოიკო ვრანკოვიჩი. იუგოსლავიელი კალათბურთელი. გამოდიოდა ”ლოს ანჯელეს კლიპერსში”.

1971 – სტენ კოლიმორი. ინგლისის ნაკრების, ”ასტონ ვილასა” და ”ბრედფორდის” ფორვარდი.

1973 – მუხრან ვახტანგაძე. ბათუმელი ფალავანი. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (85 კგ წონითი კატეგორია). სიდნეის 2000 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. მონაწილეობდა ათენის 2004 წლის თამაშებზე. ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2003). მსოფლიოს თასის მფლობელი პირად (2003) და გუნდურ (2004) ჩათვლაში. ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერი.

1974 – არტიომ იაშკინი. კიევის ”დინამოს” ნახევარმცველი. მოპოვებული აქვს უკრაინის ჩემპიონობა.

1975 – დავიდ ვიბორნი. ჩეხი ჰოკეისტი. 2000 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.

1976 – დავით ჩალაძე. საქართველოს ნაკრების, რუსთავის ”გორდას”, რიგის ”სკონტოს”, ვლადიკავკაზის ”ალანიას”, ფამაგუსტას ”ანორთოსისის” ფორვარდი. დავით ჩალაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 4 მატჩი.

1977 – ჰიდეტოში ნაკატა. იაპონიის ნაკრების ნახევარმცველი. გამოდიოდა ”რომაში”. იაპონიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილე. 1997 და 1998 წლებში დაასახელეს აზიის საუკეთესო მოთამაშედ.

1983 – ეკატერინა სერდიუკი. უკრაინელი მშვილდოსანი. 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი.

0.11235