აზერბაიჯანის ჩემპიონატში დავით ვოლკოვმა მორიგი გოლი გაიტანა. 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც „ზირას“ ღირსებას იცავს, ყოფილი გუნდი, „გაბალა“ დაამწუხრა.
ვოლკოვმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე მცველების და მეკარის შეცდომით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში (2:0) დააფიქსირა. იქამდე დავითმა საგოლე პასის გაკეთებაც მოასწრო.
მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 14 მატჩში 5 გოლია, „ზირას“ კი 23 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.