იტალიური „მილანის“ ბანაკში კარგი ამბავია - კორონავირუსისგან სამი ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა. როგორც „როსონერის“ ვებგვერდი იტყობინება, ანტე რებიჩი და რადე კრუნიჩი კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი არიან. შესაბამისად გუნდს დაბრუნდნენ.
ტეო ერნანდესს ცრუ დადებითი პასუხი გამოუვლინდა და მას შემდეგ, რაც დოკუმენტაცია ჯანდაცვის კომპეტენტურ ორგანოებს გადაეცემათ, ფრანგი მცველი შეძლებს გუნდს დაუბრუნდეს და ვარჯიში განაგრძოს.
„მილანს“ კორონავირუსით ინფიცირებული ერთადერთი ფეხბურთელი დარჩა - ჰაკან ჩალჰანოღლუ, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფება.