„იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, წუხელ თავის კლუბს იტალიის სუპერთასის მოპოვებაში დაეხმარა. „იუვენტუსმა“ „ნაპოლის“ 2:0 მოუგო და ერთი ბურთი პორტუგალიელმა გაიტანა.
რონალდუსთვის ეს 33-ე ჯილდო აღმოჩნდა კარიერაში. ამ მაჩვენებლით ის „ბარსელონას“ ყოფილ ნახევარმცველს, ჩავი ერნანდესს გაუთანაბრდა. საერთო ჩამონათვალში ისინი მეათე ადგილს იყოფენ.
აქვე 10 ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელის სია
1 დანი ალვეში - 42 ტიტული
2-3 ანდრეს ინიესტა, მაქსველი - 37
4-5 ლიონელ მესი, რაიან გიგზი - 36
6 კენი დალგლიში - 35
7-8 ჟერარ პიკე, ვიტორ ბაია - 34
9-10 ჩავი ერნანდესი, კრიშტიანუ რონალდუ - 33
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია