თამაშგარე

14:26 | 21.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიტერ ნურტეგს პორნო-მსახიობი უჩივის

სანამ კაცობრიობა კორონა-პანდემიას ებრძვის, ნორვეგიაში უკვე ერთი წელია გრძელდება სასამართლო პროცესი, სადაც ირანული ფესვების მქონე პორნო-მსახიობი აილარ ლი, ცნობილ და უკვე შეიძლება ითქვას, რომ ლეგენდარულ ნორვეგიელ მოთხილამურეს, პიტერ ნურტეგს უჩივის.

საქმე ისაა, რომ პიტერმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში სრულიად გულღიად ისაუბრა მასსა და აილარს შორის გაჩაღებულ ვნებიან წარსულ ურთიერთობებზე და ისეთი დეტალები მოჰყვა, რაც აილარ ლის აზრით, მის კრისტალურ რეპუტაციასა და იმიჯს აზიანებს.

პიტერი და მისი ადვოკატი ცხადია ფიქრობენ, რომ აილარს უბრალოდ, სასამართლოს გზით ფულის შოვნა აქვს გადაწყვეტილი და მეტი არაფერი. ისე, განა მართლა ისეთი რა “სათუთი“ რეპუტაცია ჰქონდა მრავლისმნახველ პორნო-მსახიობს, რომ სასამართლომ ეს საქმე განხილვაში მიიღო...

0.163468