ფეხბურთი

11:25 | 21.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ასეთი რამ შეიძლება მოხდეს და ეს სირცხვილი არ არის"

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის თასს 1/16 ფინალში მესამე დივიზიონის ბინადარ „ალკოიანოსთან“ მარცხით (1:2 დამატებით დროში) გამოეთიშა. თამაშის შემდეგ კომენტარი „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

„ვცდილობდით მოგებას და ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს. გოლის გატანის შანსები გვქონდა და როდესაც ამას ვერ გააკეთებ, შეიძლება ის მოხდეს, რაც ჩვენ დაგვემართა. რთული ვითარებაა, ესპანეთის თასიდან გავვარდით, მაგრამ ყველაფერი სცადეს.

მე ვიღებ პასუხისმგებლობას. მოთამაშეები გამარჯვებისკენ ისწრაფოდნენ და მეორე გოლი რომ გაგვეტანა, ყველაფერი სხვანაირად გამოვიდოდა, მაგრამ ეს არის ფეხბურთი. მათმა მეკარემ 2-3 სეივი გააკეთა, მაგრამ გავვარდით და პასუხისმგებლობა ჩემზეა.

ასეთი გუნდები უნდა დავამარცხოთ, მაგრამ რაც მოხდა სირცხვილი არ არის, ეს ხდება. გავაგრძელებთ მუშაობას და ამის გამო არ გავგიჟდებით. მე მშვიდად ვარ“, - განაცხადა ზიდანმა.

აქვე გეტყვით, რომ მადრიდის „რეალი“ ესპანეთის თასს მესამე დივიზიონის გუნდთან მარცხით ისტორიაში მესამედ გამოეთიშა.

0.114082