"მაინცის" 23 წლის თავდამსხმელი ჟან-ფილიპ მატეტა "კრისტალ პალასში" 18 თვიანი იჯარის წესით ითამაშებს. მატეტა უკვე ლონდონშია და კლუბში სამედიცინო შემოწმების შემდეგ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
მატეტას იჯარის სანაცვლოდ "არწივები" სამ მილიონ ევროს გადაუხდიან გერმანელებს. ასევე, ლონდონელები გამოსყიდვის უფლებას დაიმატებენ და შეეძლებათ 15 მილიონის სანაცვლოდ ფრანგი დაიმატონ. "კრისტალ პალასს" გამოსყიდვის უფლება იმ შემთხვევაში შეეძლებათ თუ მატეტა პრემიერლიგის 15 მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მოხვდება.
მატეტა "მაინცში" 2018 წელს "ლიონიდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში ჟან-ფილიპმა 17 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა.