რუსულმა გამოცემა mk.ru-მ ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის 2020 წლის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ხსენებულმა ვებგვერდმა ქართველი ფეხბურთელი შემდეგნაირად დაახასიათა.
„შეუძლებელი იყო პრემიერლიგის მთავარი მზარდი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე სიმბოლური ნაკრების შედგენა. ყაზანის „რუბინში“ რამდენიმე დრიბლიგით და ეფექტური თამაშით მისი ფასი ათჯერ გაიზარდა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას 16 მატჩში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია. 2019-2020 წლების სეზონში ის რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.