ფეხბურთი

18:30 | 20.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნიკა კვეკვესკირმა "ტობოლი" დატოვა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა „ტობოლი“ დატოვა. ყაზახური გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, ნიკას კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია.

კვეკვესკირი „ტობოლში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 84 მატჩში 5 გოლის გატანა და 12 საგოლე პასის შესრულება მოახერხა. მან „ტობოლში“ ყაზახეთის ჩემპიონატის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

სად გააგრძელებს ქართველი ფეხბურთელი კარიერას, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ მანამდე „ტობოლი“ ჯაბა კანკავამაც დატოვა, რომელიც ფრანგულ „ვალანსიენში“ გადავიდა.

0.12258